ქ. სახელითა ღმრთისათა, მამისა, ძისა და წმიდისა სულისათა.
ესე წიგნი გკადრეთ და მოგახსენეთ თქუენ, ყოველთა ჩრდილოეთისა კედართა შორის უაღრეს-უზენაეს-უაღმატებულეს-უდიდებულესსა, წმიდასა კათოლიკე საყდარსა მცხეთასა და მის შინა ღმრთივ-აღმართებულსა სუეტსა ცხოველსა, კუართსა სამეუფოსა და მირონსა ღმერთ-მყოფელსა და თქუენსა საჭეთმპყრობელსა, ქრისტეს მიერ ყოვლისა საქართველოსა პატრიარქ-კათალიკოზსა ბასილის, ჩუენ, კუმურდოელ მთავარეპისკოპოზმან ზოსიმე.
მას ჟამსა, ოდეს კუმურდოველად ხელნი დამასხენ, და თქუენ მიერი კურთხევა მოვიღეთ ასრე და ამა წესითა: პატრონისა ათაბაგისა უზიანოსა საქმითა, თქუენნი და თქუენისა საყდრისა გაუყრელნი და ერთგულნი ვიყუნეთ საღმრთოთა და სჯულიერითა საქმითა.
რაც მცხეთისა საყდრისა წლითი-წლად სამსახური გუმართებს, როგორაც სხუათა სამცხისა ეპისკოპოზთა, რაც ოდენ ძალ გუედვას, არც ჩუენ დაგაკლოთ.
და ვისაც სჯულისა საქმეზედა გაუწყრეთ და შეუნდობლად ამყოფლოთ, ჩუენგანც შეუნდობელი იყოს. და ვინც აკურთხო, კურთხევისა მოწამენი ვიყუნეთ. თქუენდად შემოუკითხავათ სხუა ხელი არა დავიჭიროთ და არც სად თქუენსა სამწყსოსა უთქუენოდ ხელი შევივლინოთ. ვინც ეს გიტყუოს, თქუენგან უჯუარო იყოს და წმიდათა მოციქულთა და მამათა კანონსა ქუეშამცა მყოფ არს.