Jump to content

1513 წ. - შეწირულების წიგნი თაყა ამილახორისა სამთავისის ტაძრისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ამილახორმა თაყამ და მისი ძმამ აღნიამ შესწირეს სამთავისის ტაძარს თავანთი გარდაცვლილი ძმების შიაოშისა და ზევდგინის მოსახსენებლად სოფელი ნადარბაზევი, კასპს ორი ვენახი: ერთი – შარვანელაშვილისაგან ნაყიდი, მეორე – საკუთარი გაშენებული, რეხს – ნასყიდი გარეყანული ვენახი და გაუჩინეს ორი მწირველი, მამა–შვილი ბეშქენასძე მარკოზ და მისი შვილი დანიელი.

დაიწერა ქორონიკონსა სა, გრიგოლ ჭარმაულის ხელით.

საბუთის დათარიღება

[edit]
ქორონიკონი სა, ანუ 1513 წელი.

პუბლიკაცია

[edit]