Jump to content

1501-1550 წწ. - შეწირულების წიგნი სიაოშ თურმანისძისა ქვათახევის მონასტრისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ჩუენ, თურმანისძეთა: სიაოშ, შალვა და როსტევან შევსწირეთ ყოვლად წმიდასა ქვათახევისა ღმრთისმშობელსა თელადგორს ხუცესი ივანიასძე, ძუელითგან მონასტრის ყმა ყოფილიყო. და მე, შალვა, ახლად მეფეთაგან ვიყიდე და შევსწირე წმიდასა ღმრთისმშობელსა, მე, შალვა, სულისა ჩემისა სახსენებლად. მეორესა კვირიაკესა წმიდათა მარხვათასა აღაპი გარდაიხდებოდეს სრული და უნაკლულო...

ამისნი მოწამენი არიან: წინამძღუარი, ქადაგი და სრულიად კრებულნი. მე, ივანიასძე თევდორე, ჩუენი შვილნი იორდანე და გაბრიელ გვიქადნა მეფისაგან და შეგუწირნა თურმანისძემან შალვა სულისა მისისა სახსენებლად ქვათახევისა ღმრთისმშობელსა და აღაპსა გარდაიხდიდნენ კარგაღებულსა.

საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთი უთარიღოა. მის გამცემთაგან ერთ-ერთი, როსტევან თურმანისძე მოიხსენება ბჭეთა შორის ბარათაშვილების 1523 წლის გაყრის წიგნში. "კორპუსში" საბუთი დათარიღებულია ამ პირის მოღვაწეობის სავარაუდო წლებით - XVI საუკუნის პირველი ნახევრით.

პუბლიკაცია

[edit]