1498 წ. - სააღაპე სამსახურის დაწერილი ქუენიფნეველისა სამადინისძისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. სახელითა ღმრთისათა... ესე წიგნი მოგეცით ჩუენ, პატრონმან ერისთავმან ქუენიფნეველმან, შვილთა ჩუენთა ლარგუელმან, შანშე და ძმათა მათთა ყოველთავე, ამა პირსა ზედა, რომე დავიდევით მოძღურისა და დედაბრის აღაპი და დაგაყენეთ შენ, სამადინისძე ზედამდგომელად. ასრე რომე, პური, ღვინო და ჭური ყუველა შენ მოგებარებოდეს. შეჭამადი, სამარხო და მარილი შენ დაიხარჯოდე. და ორი აღაპი გარდაიხდებოდეს უდაბნოსა შაბათ-კვირიაკეთა მოციქულთა მარხვაშიგან.

ამის წყალობაი ჩუენ გიყავით: გაგიშვით ქადაგიშვილის რუს ქუევით, კარშიგა, ვენახის კულუხი, რაცა არის, და ულაყი და ფეტვის ღალა და ქალაქს წასულა და საქუეყნო ჯურუმი ესე ასრე არაოდეს-რა გეთხოვებოდეს არა ჩუენგან და არა ჩუენისა გვარის კაცისგან...

დაიწერა სიგელი ესე ჩუენი ქორონიკონსა როივ, ხელითა ფრიად ცოდვილისა ლუკასითა.

მინაწერი (XV ს. მხედრულით)

სამადინიძე მამულითა შემოწირულია წმიდის შიოსათუინ.

საბუთის დათარიღება[edit]

ქორონიკონი როივ (186), ანუ 1498 წელი.

პუბლიკაცია[edit]