1495 წ. - შეწირულების სიგელი ალექსანდრე მეფისა გელათისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

პირები:

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...ჩუენ, ორისავე ტახტისა და სამეფოსა ძლით ფლობით მპყრობელმან მეფეთ მეფემან ალექსანდრე და თანამეცხედრემან ჩუენმან, პატრონმან დედოფალთა დედოფალმან თამარ, ვიგულვეთ და ვიგულისმოდგინეთ მცირე ესე შესაწირავი და მოსახსენებელი.

შევსწირეთ და მოვახსენეთ ჩუენისა სულისა და ხორცისა შესავედრებელსა, დიდსა ცათა მობაძავსა, მეორესა იერუსალიმსა, მონასტერსა გელათსა, ტაძარსა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისასა ჟორჟოლაძისა დავითის ნაქონები მამული. გლეხები: შვენიერისძე, ორნი კომლნი, მათითა მამულითა და სრულიად მათითა ბეგარითა; ვაჩაბერაძე, ერთი კომლი, მისითა ბეგარითა; გორგასძე, მისითა ბეგარითა; ჩიტაძენი ორი კომლი, მისითა ბეგარითა.

მოვახსენეთ ესე გლეხნი გელათსა, ტაძარსა წმიდისა ღმრთისმშობლისასა და გავაჩინეთ ჩუენისა სულისა ამაღლება დღეს აღაპი კარგაღებული ერთითა ხარითა და ერთითა ცხვარითა. ერთობით კრებულნი ძმანი სრულად ჟამსა გვიწირავდენ ჩუენისა სულისათუის. და რაცა ღომი, ღუინო, სანთელი და საკმეველი მოუნდებოდეს, მით აღაპს გვიზამდენ, წინამძღუარის ხელით გარდაიხდებოდეს. ამა ექუსისა კაცისა ბეგარა უკლებლად წინამძღუარსა მიბარებოდეს და იმა ბეგარისგან ამა ჩურნისა გაჩენილსა აღაპსა იქმოდენ. ძმანიცა სრულიად შეიყრებოდენ და ექუსი მღდელი და მოძღუართ-მოძღუარი ჟამსა გვიწირვიდენ.

აგრევე ამას გარეთ ერთი კომლი კაცი გოლაძე ხუცესი, აქავე ჭულეს ჟორჟოლაძის დავითის ნაქონები კიდევ შამოგვიწირავს, რომე ყოველთა დიდმარხვათა ჩუენისა სულისათვის ჟამსა გვიწირავდეს გოლაძე. სადამდის მისი ნათესავი ხუცესი იყოს, ამას ასე გაათავებდეს. და თუ ხუცესი აღარ იყოს, იმა სახლიკაცი ოცს თეთრსა, ერთსა ცხვარსა, მისსა პურსა, ღუინოს, ორსა ნაოთხალსა ღომსა, ორსა დორასა ღვინოსა ამას გელათს მიიღებდეს ღმრთისმშობლობასა დღესაჩუენისა სულისათვის. სასამსახურო პურის ჭმევა და ძღუენი წინამძღურისათვის მიგვიბარებია. ესე ასრე შემოგვიწირავს. ამიერ უკუნისამდის გაგვითავდეს და არაოდეს მოგვეშალოს...

ასრე არა ვის რა საქმე უც ამისად შლად და ქცევად. მეფესა კოსტანტინეს უძ... ამა მონასტრისათვის გამოეწირა და მისთვის სანაცვლოდ და ესე ჟორჟოლაძისა მამული შეეწირა.

აწ, შეწევნითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობლისათა... რაცა უშოვეთ, მოვახსენეთ მონასტერსა და ესე ჟორჟოლაძისეული გლეხი ჩუენისა სულისათვის სააღაპოთ შეგუიწირავს ნებითა ღმრთისათა.

დაიწერა სიგელი და ბძანება ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა მეათორმეტესა, ქორონიკონსა ას ოთხმოცდა სამსა,, ხელითა ფრიად ცოდვილისა ფალავანდიშვილისა ფალავანდისათა

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს აქვს თარიღი ალექსანდრეს მეფობის მეთორმეტე ინდიქტიონი და ქორონიკონი 183, ანუ 1495 წელი.

პუბლიკაცია[edit]