1478-1487 წწ. - თარხნობის სიგელი კონსტანტინე მეფისა ფეროზ ვალადემურიშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ჩუენ, იესიან-დავითიან-სოლომონიან-ბაგრატონიანისა მეფეთ მეფისა კოსტანტინესაგან და თანამეცხედრისა ჩუენისა, დედოფალთა დედოფლისა თამარისგან, და ძეთა ჩუენისა პირმშოსა დავთისგან და გიორგისგან.

ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შანშე, შარვანშე, ყოვლისა აღმოსავლეთისა, ჩრდილოეთისა ვიდრე დასავლეთამდის თუითფლობით ხელმწიფედ მტკიცედ მპყრობელისა.

მოვიდეს ჩუენსა წინაშე ჩუენი დიდად ერდგული და მრავალფერად ნამსახური, მორჭუმისა და მეფობისა ჩუენისა დიდად მომჭირნე-მეცადენი ვალადემურიშვილი ფეროზ, შვილი მათი ვალადემურ, ჯუანშერ და გუეაჯნეს და მოგუახსენეს, რათამცა მათისა ერთგულობისა სანაცულოდ მათი მამული გუეთარხნა.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება მათი და ვუთარხნეთ მისი მამული ასრე და ამა პირსა ზედან, რომე სამუდმოდ გორის ციხეს გუადგეს მისითა საგძლითა, და თუ აგეთი რამე მოჰხდეს, რომე ციხეს დგომა აღარ დაუპატიჯოთ და არ შევაყენოთ, მისი სამუქფო მსგავზური სამსახური, რაცა გუიყონ, მასცა შევსჯერდეთ.

ამა დაპირებაზედან შეგიწყალეთ და გითარხნეთ თქუენ, ფეროზსა და შვილთა შენთა, ვალადემურს და ჯუანშერს, თქუენი სრული მამული ასრე და ამა პირსა ზედა, რომე ჩუენი სათხოარი და შესაწირი არა ეთხოებოდეს რა: არა დიდი ულუფა,არა გუთნისთავი, არა ძროხა-საკლავი, არა გოჭ-ქათამი, არა ერბო, კუერცხი, არა საყუელიერო, არა საელჩო, არა საჯინიბო, არა სახორსალარო, არა საბაზიერო, არა სამეძაღლეო და არა სხუა სამუშაო. ერთის ციხისთაობის მეტი თქუენსა მამულსა არა ეთხოებოდეს-რა. ასრე, რომე ანუ სამუდმოდ ციხეს გუიდგეთ და ანუ მისი მუქაფა სხუათ სამსახურით გუიმსახუროთ.

ესე ჩუენი წყალობა და სიგელი დღეს საბოლოვოდ ასრე გაგითაოთ და არაოდის შეგიცვალოთ. უზედაესთა მოგახსენებთ და უქუედაესთა გიბრძანებთ, ბრძანების ჩუენისა მორჩილნო ციხისთავნო, მუასილნო ფა ყოელნივე მოსაქმენო, ესე ჩუენი წყალობა თქუენცა ასრე გაუთავეთ და ნუვინ შეუშლით და ნუცა-ვინ რას სთხოვთ.

ბრძანება ამისად ნიშნად გუიბოძებია.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთი უთარიღოა და "კორპუსში" თარიღდება კონსტანტინე II-ის მეფობის წლებით, თუმცა იმის გამო, რომ საბუთში იხსენიება კონსტანტინეს მხოლოდ ორი შვილი - დავითი და გიორგი, უნდა ვიფიქროთ, რომ ამ საბუთის შედგენისას ბაგრატი ჯერ კიდევ არ იყო დაბადებული. კონსტანტინე მეფის მესამე შვილი ბაგრატი პირველად იხსენიება 1487 წლის საბუთში Hd-14695. ამდენად კონსტანტინე მეფის სიგელი ფეროზ ვალადემურიშვილისადმი უნდა დათარიღდეს 1478-1487 წლებით.

პუბლიკაცია[edit]