Jump to content

Hd-14695

From Wikisource

ძველი პირი საბუთისა 1487 წ. - მამულის წყალობის სიგელი კონსტანტინე მეფისა საღვინის მოლარე ქავთარისძისადმი - (ბოლო ნაწილი)

საბუთის აღწერილობა

[edit]

პ ი რ ი: ხეც, Hd-14695; ეტრატი; ზომა: 48,5 x 18. დარჩენილია მხოლოდ ერთმანეტისაგან მოცილებული მეორე და მესამე კეფები: II - 21.5 x 18; III - 27 x 16.8. დაზიანება: ეტრატის ზედაპირი დაფარულია მონაცისფრო ნადებით, ზედა კიდე მოხეულია, მესამე კეფის კიდეები უსწორმასწოროდ, ტექსტიანადაა მოფლეთილი, შუაში ალაგ-ალაგ აქვს გადაჭიმვის ნახვრეტებიც და ხელოვნურიც. მელანი შავი; მკაფიო, კალიგრაფიული მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. მესამე კეფის ბოლო ნაწილი ალაგ-ალაგ დახვრეტილია და ძლიერ შეკუმშული. აქ ტექსტი არ ჩანს და აღდგენილია თ. ჟორდანიას მიხედვით.