1472 წ. - წყალობის წიგნი დავით კათალიკოსისა ოქროპირ მაღალაშვილისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი დაკარგულია

პირები:

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 24


... ჩუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ ქართლისა კათალიკოზმან დავით, ესე უკუნისამდე გასათავებელი და, რასა გინდავე ჟამთა ქცევა-გამოცვალებათა შინა მტკიცე და უცვალებელი წიგნი და სიგელი მოგიბოძეთ ნებითა ღმრთივ-გუირგუინოსნისა მეფეთ-მეფისა ბაგრატისათა, და კითხვითა და ნებადართვითა ყოველთა მცხეთიშვილთათა, თქუენ, მცხეთისავე ყმათა, მაღალაშვილსა ოქროპირსა და თქუენთა შვილთა: მღდელსა მახარებელსა, ზოსიმესა, ალექსისა, გერმანოზს, დავითს, გრიგოლს და ეგნატის და ძმათა, შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე.

შეგიწყალეთ და მოგეცით შეძუელებით მცხეთისა მკუიდრი და მოუდევარი: კავთისხევს ივანიასძისეული მამული და სამცხეთიშვილო წილი, რაც ერთ ძმათაგანსა მიხუდებოდეს სამამამთავრო, მითვე წესითა, როგორც ძველითგან ივანიასძეთა და ქადაგსა დიმიტრის ქონებია; ჩოჩეთს, რაც ივანიასძისაგან ნასყიდი მამული და მიწანი; ზერტი, და რაც ქადაგს დიმიტრის მომზღრობით ქონებია.

გქონდეს მისითა სასახლითა, ეკლესიითა, ჭურ-მარნითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა, ვენახითა, სახნავითა, მინდვრითა, ტყითა, სანადიროთა, ჭალითა, სათიბითა, სახმრითა, უხმარითა, საძებრითა და უძებრითა და მისითა მიმდგომითა სამართლიანითა ერთობ ყუელათა. და გორსა - ფუშრუკაული, დიაკვნისძე ბეთლემის მიმდგომითა, სამართლიანითა და უკლებრად.

აწ, დღესითგან წაღმა გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან საყდრისა და ჩუენისა ერთგულად სამსახურსა შინა თქუენ, მაღალაშვილს ოქროპირს და თქუენთა შვილთა მახარებელსა, და თქუენთა შვილსა ზოსიმესა, ალექსისა, გერმანოზს, მარკოზს, დავითს და გრიგოლს, ძმათა, შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე: კავთისხევს ივანიასძისეული მამული ორი კვამლი კაცი; წინარეხს პირდაპირ, რაც ძველთაგან ივანიასძეს ქადაგს დიმიტრის ქონებია; ჩოჩეთს, რაც ივანიასძისეული მიწანი არიან და ქადაგსა დიმიტრის მომზღვრებითა ქონოდეს, მისითა სასახლითა, ეკლესიითა, ჭურ-მარნითა, მთითა, ბარითა, წყლითა, წისქუილითა, ველითა, ვენახითა, სახნავითა, მინდვრითა, სანადიროთა, ჭალითა, სათიბითა, სახმრითა და უხმარითა, საძებრითა და უძებრითა და, რაც კავთისხევს მთასა ანუ ბარს მამულნი ქონებიათ, მისითა მიმდგომითა სამართლიანითა, სრულებითა და უკლებრად...

დაიწერა წიგნი ესე და სიგელი ესე ქორონიკონსა რ[ჲ], ხელითა ფრიად ცოდვილისა მთავარეპისკოპოზისა იოანესითა.


საბუთის დათარიღება[edit]

ქორონიკონი , ანუ 1412 წელი, მაგრამ თ. ჟორდანიას ჰქონია ი. ლიაძის მიერ გადაწერილი პირი, რომელშიც ყოფილა მითითებული ქორონიკონი რჲ, ანუ 1472 წელი. შესაბამისად ყველა გამოცემაში საბუთი 1472 წლითაა დათარიღებული.

პუბლიკაცია[edit]