1466-1478 წწ. - ბაგრატ მეფის მიერ გერგეტის საყდრიშვილებისათვის მიცემული სასისხლო სიგელი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

საბუთი დაკარგულია

არსებობს სარგის კაკაბაძის გამოცემა, რომელიც დამყარებულია გიორგი ბოჭორიძის მიერ მთაში ნაპოვნ და გადმოწერილ სასისხლო სიგელის ტექსტზე. საბუთის დედანი დაწერილი ყოფილა ტყავზე, მაგრამ მისი დიდი ნაწილი უკვე აღარ იკითხებოდა.

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


ქ. ჩუენ, ღმრთივ-გუირგუინოსანმა მეფეთა-მეფემან ბაგრატ ესე მტკიცე, უქცეველი ბრძანება და სიგელი ამისად ნიშანი გიბოძეთ თქუენ გერგეტელთა საყდრიშვილთა წმიდისა სამებისა მოსამსახურეთ საყდრიშვილთა

ასრე და ამა პირსა ზედან, რომე თუ ვისმე თქუენი განი კაცი შეაკუდეს, სამსისხლად აზღუევინეთ, ამისთვის რომე ძუელი სიგელიცა გქონდა და ჩუენთა გუართაცა დაემტკიცებინათ. ვნახეთ სიგელი და გავსინჯეთ და დიდი სისხლი ეწერა თქუენი. ჩუენცა ახლად დაგიმტკიცეთ ასრე და ამა პირსა ზედან, რომე ვინცა თქუენის ადგილისა გერგეტელი კაცი მოკლას...

საბუთის დათარიღება[edit]

 საბუთს სარგის კაკაბაძე აკუთვნებს ბაგრატ VI-ს და ათარიღებს 1466-1478 წლებით. ეს თარიღია გაზიარებული პირთა ანოტირებულ ლექსიკონშიც.

პუბლიკაცია[edit]