Jump to content

1453-1463 წწ. - საჩივრის წიგნი გამრეკელ ჯავახიშვილისა - I

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

საბუთის შინაარსი

[edit]

საბუთის ტექსტი: 1937 - ბერძენიშვილი ნიკო


---ასრე იყო ჩუენი და ჩუენისა გულსურაბის საქმე: პირველსა ცოლთანა შუიდნი შვილნი მედგეს, ოთხნი ვაჟნი და სამნი ქალნი. და მათ სიკუდილობა გამოევლო და გულსურაბ უშვილო იყო და მისთვის შევირთე. ასრე ვთქუი, ვითა: "ჩემნი შვილნი ასრე უყუარდებიან, ვითამც მისნი შვილნი არიან და, თუ შვილთა მშობელსა დედაკაცსა შევირთავ, ჩემნი პირველნი შვილნი და უკანანი ვეღარა შეეწყობიან". და მისთვის შევირთე გულსურაბ.

ოთხს წელიწადსა დია კარგად მამეპყრა, როგორც ცოლქმრობისა წესი არის. მას უკანით მომიძულვა მე და დედა-მამანი და ჩემნი შვილნი და აღარა მაამა-რა.

ციხეს ვმუშაობდი და ნამუშავები სადგომს ჩამოვე. მარხუა დღე იყო და ცოტაოდენი შემწუარი კალმახა მომივიდა. დავსხედით ჭამად და ორი კალმახა გულსურაბს მივართვი და ორი კალმახა ჩემთა შვილთ. გულსურაბ ამაზედა ესე თქუა, ვითა: ესე ორი კალმახა ვის ეკადრებისო? ადგა ჭამიდაღმა გამომწყრალი და დამაგდო. ტყეშიგან ქოხი აიგნა და ოცსა დღესა მუნ იყო. მივიდა დედაჩემი და შეეხუეწა, ვითა: "ნუც ჩემსა შვილსა უზამ და ნუცა შენსა თავსა". არცა მას დაუჯერა. მივე მე და ჩემნი შვილნი და კიდევე შევეხუეწენით. და არც-რა ჩუენ დაგუიჯერა. მალე მეოცესა დღესა მივიყვანეთ. პირველი დაგდება ესე. თუმც ჩემი თავი ნდომოდა, ასრე ცოტას მიზეზისათუის ამას არ მიზამდა, მაგრა არა უნდოდი.

საბუთის პუბლიკაციები

[edit]