1452 წ. XII.20. - შეწირულების წიგნი ნანიტა ყიფიანისა ქვათახევის მონასტრისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: დაკარგულია,

პირები:

  1. 1449-1482 - პირი გადაწერილია ს. კაკაბაძის მიერ 1913 წ. გამოცემის მიზნით;

შინაარსი:

  1. 1451-03-ქვათახევის № 049

საბუთის შინაარსი[edit]

ყოველთა მიუწდომელსა ქუათახევისა ღმრთისმშობელსა წინაშევე ფრიად საწყალობელმან ვიგულისმოდგინე, რომე სულისა ჩემისათუის აქა, ქუათახევს აღაპი გამეჩინა.

მას ჟამსა, როდეს ქალაქი თათართა ჰქონდა, მოარდავე ესე კავთისხევი წარტყუენეს და ტუარსაშუილის ჯალაბი დატყუევდა. მერმე მოვიდა, ამისი ზენაარი და აჯა ითხოვა, რომე: "მადლი არის, ურჯულოთა ხელთა ამოვწყდითა, დავტყუევდითა". მერმე მან ვენახი მომყიდა, სამასი თანგა მივეცი. ასრე რომე, მონასტერს შევეკითხენით, ვითა: "თუ შემიწყალებთ" და აქა, ქუათახევს, აღაპს შემიკუეთავთ, თანგას სამასსა ტუარსაშუილს მივსცემ და ვენახს ჩემი სულისათუის ხატსა და თქუენ მოგუახსენებთ". მერმე ტუარსაშუილმან ესე თქუა: "თუ მონასტერს ეპრიანების და ვენახსა მე მიბოძებენ, აღაპს მე ვიქ და, თუ არა ეპრიანების, ვენახი მონასტრისა არის, მე ვერა საქმესა დავიგდებ და არც არაი საქმე მიც".

აწ, შემოვსწირე, მე, ფრიად საწყალობელმან, ყიფიანმან ნანიტამა და შუილთა ჩემთა: მახარებელმან, იაგულმან ტუარსაშუილთაგან ნასყიდი ვენახი ქარქუტლისშუილისა ვენახს ზედა მოკიდებით, ქურციკაის და იას ხელში არის. ასრე და ამა პირსა ზედა, როგორცა ჩუენგანა ნასყიდსა მართებს, აგრე.

მონასტერს ხელშეუვალად ჰქონდეს ჩუენის სულისათუის სააღაპო, რომე დეკემბერს ოცს აღაპსა ნურასა დაგუაკლებენ მონასტერი. თუ ტუარსაშუილი აღაპს იქმოდეს, ჰქნას. თუ არა, უსამდურაოდ ვენახი მონასტერს დაუდვას, აღაპს მონასტერი გარდაიხდიდეს...

დაიწერა სიგელი ესე ქორონიკონს რმ დეკემბერს ოცს, ხელითა ფრიად ცოდვილისა მორჩილისძისა დავითაისითა.

საბუთის პუბლიკაციები[edit]

1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.263[edit]

1913 - სარგის კაკაბაძე - ისტორიული საბუთები - წიგნი II - გვ. 10[edit]

2014 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 21[edit]