1451-1499 წწ. - სასისხლო სიგელი უცნობი მეფისა ქაიმაროზ გუფავასადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი

საბუთის შინაარსი[edit]


საბუთის ტექსტი: 1924 - კაკაბაძე სარგის - გუფავას გვარის სასისხლო სიგელი - 1924 - საისტორიო მოამბე - II - გვ.254-256


...თა, ტყითა,წყლითა... სანადიროთა, ქორითა, მარქაფითა, ხრმალ ...ითა.

აწე, თავად ნუმცა იკადრების უბრალოსა კაცისა სისხლისა დაღურა, არა. და თუ ვისმე ეშმაკისა მანქანებითა ქაიმაროზისა გუფავას გუარისა კაცი ანუ სახლისშვილი შეაკუდეს, ესე ჩვენგან გაჩენილი სრული სისხლი, ერთი ეკლესია თორმეტის კვამლითა კაცითა, და მას აქათ ასოცი ათასი ძველი კირმანაული თეთრი დაევროს, მას აქათ სამოცი ათასი ძველი თეთრი სანახშირედ დაევროს, მას აქათ ათი ათასი საზაოდ დაევროს.

ვინცა ცოლი მოგი..ნას, ნახევარი სისხლი დაგივროს.

ვინცა შენისა გუარისა ქალი დააგდოს, ნახევარი სისხლი დაგივროს.

ვინცა ცოლი და ანუ შენისა გუარისა ქალი გაგიუპატიოს, ნახევარი სისხლი დაგივრონ.

ვინცა სასაფლაო გაგიტეხოს, სრული სისხლი დაგივროს, ამად რომე ეკლესიის კარიც გაუპატივებული იქნების და რასდენიც მკუდარი საფლაობს.

ვინცა უომარი შვილი გაგილანძღოს და შეგიშინოს, ნახევარი სისხლი დაგივროს, ამად რომე მკუდართა ესწორების.

ვინცა უბატონომან კაცმან სასახლეზედან დაგესხას, ნახევარი სისხლი დაგივროს, თუ ქურდობით სახლშიან მოგპაროს, მესამედი სისხლი დაგივროს.

ვინცა უბრალოდ ბატონსა შეგაბეზღოს, ნახევარი სისხლი დაგივროს.

ვინცა ექუსთა ასოთგან ერთი დაგიშაოს,მეექუსედი სისხლი დაგივროს.

ვინც ცხენიდაღმა ჩამოგაგდოს, ცხენი წაგიღოს თუ შენი შეგექცეს, მესამედი სისხლი დაგივროს.

ვინცა ცოლის მუახლე გაგიუპატიოს, მეოთხედი სისხლი დაგივროს, ამად რომე ცოლისა უპატიობა იქმნების.

ვინცა ცეცხლი შემოგიდვას, ნახევარი სისხლი დაგივროს;

ვინცა ყანაშიან დაგესხას, მეოთხედი სისხლი დაგევროს.

ვინცა გერში გადინოს, მესამედი სისხლი დაგივროს.

ვინცა საჯინიბო გაგიტეხოს, მეოთხედი სისხლი დაგივროს.

ვინცა ჯოგი გაგიტეხოს, ოცი ათასი ერი დაგივროს.

ვინცა მეთევზე ანუ შენი გაგზავნილი კაცი გაგიძარცოს, ანუ გიცეს, სამი ათასი თეთრი დაგივროს.

ვინცა შენი კაცი მოკლას, გაუსინჯეთ სიგელი და, რარიგადაც ეწეროს. ისრე დაგივრონ.

ვინცა ბაზიარი ანუ მეჯინიბე გაგიძარცოს, რვა ათასი თეთრი დაგივროს.

სხვა რაგინდა-რა უპატიობა დაგემართოს, დაიდევით ესე ჩუენგან ბოძებული სიგელი, მტკიცე და უქცეველი, და ამაზედან დაგევრონ.

აწე, თქუენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ კურთხეულო აფხაზეთისა და ქართლისა კათალიკოზო, ქუთატელო, მაწყუერელო, მოქველო, ბედიელო, ჭყონდიდელო, ცაიშელო, დრანდელო, ესე ჩვენგან ბოძებული სიგელი ...

დათარიღება[edit]

საბუთის დაზიანებულ ნაწილებში, გარდა გამცემი მეფის სახელისა, მოყოლილია თარიღის ადგილიც, რაც აძნელებს საბუთის დათარიღებას. სხვა სასისხლო სიგელებთან შინაარსობრივი პარალელების და პალეოგრაფიული ნიშნების საფუძველზე ს. კაკაბაძე მას XV საუკუნის მეორე ნახევრით ათარიღებს. XVII საუკუნე საბუთის თარიღად მითითებულია "პირთა ანოტირებულ ლექსიკონში" - გვ.752, მაგრამ არც მოვლენა - სასისხლო სიგელების გაცემის პრაქტიკა - და არც საბუთის პალეოგრაფიული მონაცემები ასეთ დათარიღებას მხარს არ უჭერს. "კორპუსში" გაზიარებულია საბუთის ს. კაკაბაძისეული დათარიღება.

პუბლიკაცია[edit]