1451-01-თირის № 039

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

ფონდი 1451 - Книга гуджаров - I - გვ.263

თირის საბუთები № 039

შინაარსი საბუთისა
ქ~კს წელი თთუე რ~ლთა გუამთაგან მიცემულ არიან ჰაზრი წერილთა გამოცხადებათა ეკლესიის შესახვედრთა სახელის დებით
39 რკ 1432 რომელისამე მოლარეთხუცის ხელისაგან გუჯრის კოპიო, რომლითაც შეუწირავს მეუღლისა თვისისა ქუენიფნეველის ასულის თამარისათვის სააღაპოდ თავსდების ღმრთისმშობლის მონასტრისადმი სათეღლაშვილი, დავანშაშვილი თავის დის გულშარისა და თავისთვის სააღაპოდ შეწირული აჩივებოეს მუგუდი დავარეხაში და ფიცხელისძე;

სამეოხოდ სულისა თვისისა შეწირული ქემერტს ქემერტელისძისეული სასახლე, რომელნიც სახლობენ ჭანჭახისძენი.
იქვე ქემერტს ნებიერისძის მამული.

ქემერტლისძეთა სულის სააღაპოდ შეწირული ვაჭართა შიგან მეზეთე ერთი შაქარბეგა, რომელსაც განუწესებია ოცდაოთხი ლიტრა ზეთი და ათი ლიტრა ცვილი მისაღებელად მონასტრისადა.

თუთირასშვილის ორი მამული, რომელსა ზედაცა დაუდვა შვიდი ლიტრა ზეთი და შვიდი ლიტრა ცვილი.

შეწირული პერაქელასა მამულისა განუწესებია მონასტრის მისაღებად თექვსმეტი ლიტრა ზეთი;

შეწირული ჭალას ორნი გლეხნი მარნიაშვილი და კორტანელაშვილი, რომელსა ზედაცა დაუდვიათ ოცდა ექვსი ლიტრა ზეთი და თექვსმეტი ლიტრა ცვილი.

ადრევე შეწირული მაჩაბელთაგან ფრიდონა და გოგაშვილი. სდებია ფრიდონას თექუსმეტი ლიტრა ზეთი და ხუთი ლიტრა ცვილი და გოგაშვილს ათი ლიტრა ზეთი და ოთხი ლიტრა ცვილი და ხსენებულს მოლარეთხუცესს ხელის მოუმატნია მათთვის სავენახე და განუწესებია ფრიდონისადმი ოცდაოთხი ლიტრა ზეთი და ათი ლიტრა ცვილი და გოგაშვილისათვის თორმეტი ლიტრა ზეთი და ექვსი ლიტრა ცვილი.

კვალად შეწირული მოლარეთხუცეს ხელისაგან: წულთას ბუღაური, რომლისაც გამოსავალი მამულისა მისისაგან უნდა მიეცემოდეს მონასტერსა ნახევარი.

მაღნარს, დვალეთს, სოფელი კოშკა, რომლისაცა ბეგარა უნდა აიღებოდეს მონასტრისათვის;

ჟღელე მათით ბეგარით, რაც დვალეთს ბეგარა სდებია, ჟღელეცა იმავე წესითა, ორივე უბანი შეწირული საათაპოდ მამისა მისისა ასათასთვის, დედისა მისისა სოსანისათვის და მამისა მისისა მესტუმრის გოგნიასთვის;

შეწირული თვისის ერთგულის იალღუზისშვილისა ბეჟანისათვის სააღაპოდ მეღვრეკისის გლეხი ჭონისშვილი; იალღუზისშვილის ვირშელის სააღაპოდ შეწირული, ფხვენისს ერთი ვენახი, ძველადვე შეწირული, შეუწირავს და დაუმტკიცებია.

აღუშენებია თავდებისა ღმრღისმშობლისა კართა ზედა მცირე სასაფლაო ეკვდერი სახელსა ზედა ბორტის ღმრთისმშობელისასა და შეუმკვია საეკკლესიოთა სახმართა ნივთათა და შეუწირავს თვისგან ნასყიდი ზემო სვეტელაური თორმეტის კაცის მსახლობელით და მხოლოდ განუჩენია მსახლობელთა მათთგან ეკვდრის მნათისადმი სვეტილაურს სვიმონასა და ბეგლარს მამულის ტკბილის გამოსავალი ნახევარი და ორი ძღვენი. განუჩენია ბარაბაძე დავითი და მისნი მამანი მენახევრეთ;

საბაწმინდას დასაფლავებულის ვიგრიას სააღაპოდ შეწირული ვიგრისგან ნასყიდი მაჩუასძის მამული, რომლისაც ნაცულად შეუწირავს მოლარეთხუცეს ხელის სხვა მამული.

მოლარეთხუცის ხელის მეუღლის ათაბეგის ასულის, მეფის ალექსანდრეს ბიძაშვილის, გულქანის მიერ შეწირული სააღაპოდ საეროდო გლეხი, მეღვრეკისით ბურფურაული; მოლარეთხუცის ხელისაგან თამარაშნის თავს დიდ რუზედ წისქვილის მინდის ნახევარი შეწირული და თორმეტი კაპიწი პური, მეწისქვილისაგან გამოსაღები, კრებულთათვის მონასტრისათა შეწირული. მისგანვე არზუაშვილის დავითის სააღაპოდ ქრცხინვალს ვენახი 2 გორგილაური თვისითა შესავლითა და თუისავე ხელისად შეწირული მისგანვე.

რასაც სახასოდ ტრაპეზი მოხნევდეს, ანუ მოსთიბდეს, ტრაპეზს შეუვიდოდეს. და ვინც სხვა მოხნევდეს, ანუ მოსთიბდეს, ღალა ტრაპეზს შეუვიდოდეს და, თუ მებეგრენი გლეხნი ისხდნენ, მათი ბეგარა მონასტერს უნდა შეუვიდოდეს.

და განუჩენია კვალადცა ორი აღაპი დედანაშვილის ქავთარისა და რუსთავსათვის ანდერძად დაგდებულის ქაიხოსროს ხელასადმი: ღუერეთს დედანაშვილისაგან ნასყიდი, დოღლაძისა მიერ მოსყიდული მამული შურტაული, სააღაპოდ დედანაშვილისად შეუწირავს მონასტრისადმი ბეგარითა, რომელიცა მოწერილ არს ესრეთ:

მე მწერლმა იოანემ პენტელაშვილმა ამ წიგნის პირი აღმოვიკითხე და უმეტნაკლებოთ გადმოვსწერე იანვრის , ქრონიკონს უჲე (1777 წ.).

კუალადცა მოწერილ არს შემდგომად ესე, ვით ზემოთ მწერალსა ხელთა დამიწერია და გამიჩენია საუკუნოდ გასათავებელი გუჯარი, მე მიწა მოლარეთხუცესი ხელა, ამისი გამთავებელი ვარ, და შემდგომად ჩუენსა ვინც არ გაათაოს, ჩემთამცა ცოდვათა და ბრალთა მზღვეველი ხართ წინაშე ღმრთისა დღესა მას დიდსა განკითხვისასა. ჯვარ დასმულ არს.

თავხელის ძის ასათისაგან ამავე წერილზედ მოწერილი, რომლითაც შეუწირავს ქრცხინვალს სააღაპოდ ლალური და ვირემ ცოცხალი იქმნება მაკარა, ცამეტი კოკა, შემდგომად სიკვდილისა ოცდასამი კოკა, ოთხმოცი პური და ორი თევზი.
თავხელის ძის ბორტასაგან ამავე წერილზედ მოწერილი, რომლითაც შეუწირავს სააღაპოდ გარესჯვარს ბეშქენაშვილი დავითა და განუწესებია ვენახის მესამედი ტკბილი მისაცემლად. თავისის ხარით უნდა მიუტანდეს ბეთელთა.
მეფის ალექსანდრეს ძის გიორგისაგან ამავე წერილზედ მიწერილი, რომლითაც შეუწირავს სააღაპოდ თავსდების ღმრთისმშობლისადმი სალთვისი და დაუნიშნავს მიჯნებითურთ.
ტიბ 1506 იანვრის 25 ბატონისშვილის ქაიხოსროსგან ამავე წერილზედ მიწერილი, რომლითაც გამოუძიებია თავსდების ღმრთისმშობლის მამული და აცხადებს: პირველადვე ფიცხელაური მამული შეწირული ყოფილა თავდების ღმრთისმშობლისადმი, მომეტებულის დებულების და ჟამთა ვითარებისაგან აღარ ყოფილა ეკკლესიის მფლობელობასა ქვეშე. ფიცხელაძის შემდგომად ჰქონია ფიცხელაძის მამული ურგებაძეს ბაბალას და რომელსამე ბაინდურს, საყდრისათვის დაუდვია და ბატონიშვილს ქაიხოსროს ორი წილი საყდრისათვის დაუდვია და მესამედი ბაბალისათვის დაუნებებია და, როგორც ჰქონებია ურგებაძეს, თავდების ღმრთისმშობლის წინ სასაფლაო უბოძებია, მისცეს
1777 მარტისი 22 ტრიფილესა და დავით მღვდლისაგან ამავე წერილზედ მიწერილი, რომლითაც იჩვენების: პენტელაშვილს იოანეს მიუტანია თავისაგან ნაწერი და ძველის გუჯარის ნაწერზედ შეუმოწმებიათ ყოვლითურთ უკლებლად. ხელმოწერილ არს ტრიფილე და დავით.
უჲე 1777 თებერვარის 2 - ამავე წერილზედ მიწერილი არს: ჩუენ ცხებულის მეფის თეიმურაზის ძე, მეფე ქართლისა და კახეთისა, მეორე ირაკლი ვამტკიცებთ მაჩაბელთაგან შემოწირულობისა გუჯარსა ამის ამავ თავდების ღმრთისმშობლის შეწირულობას.
1777 მარტის 21 ამავე წერილზედ მიწერილი: ჩუენ, ყოვლისა საქართველოს კათოლიკოს-პატრიარხ მეფის ძე ანტონი, მაჩაბელთაგან თავსდების ღმრთისმშობლის შეწირულობის გუჯარს დავამტკიცებთ. და ხელმოუწერელი არს.