Jump to content

1432 წ. - დაწერილი ხელი მოლარეთუხუცესისა თირის მონასტრისადმი

From Wikisource





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი დაკარგულია.

სინოდის კანტორის თირის მონასტრის საბუთთა შორის ინახებოდა "გუჯრის კოპიო" № 39, რომელიც ასევე დაკარგულია.

შემორჩენილია ამ საბუთის შინაარსი, შესრულებული 1818 წელს და შეტანილი ფონდი 1451 - Книга гуджаров - I - თირის საბ. № 39, გვ.264.

საბუთის შინაარსი

[edit]

ქორონიკონს რკ (1432) წელს მოლარეთუხუცეს ხელს შეუწირავს თირის მონასტრის თავსდების ღმრთის მშობლის ეკლესიისათვის:

თავისი მეუღლის, ქუენიფნეველის ასულის თამარის სულის სააღაპოდ სათეღლაშვილი და დავანშაშვილი.

თავის დის გულშარისა და თავისთვის სააღაპოდ შეწირული აჩაბეთს მუგუდი დავარაშვილი და ფიცხელისძე[1];

სამეოხოდ სულისა თვისისა შეწირული ქემერტს ქემერტელისძისეული სასახლე, რომელნიც სახლობენ ჭანჭახისძენი.

იქვე ქემერტს ნებიერისძის მამული.

ქემერტლისძეთა სულის სააღაპოდ შეწირული ვაჭართა შიგან მეზეთე ერთი შაქარბეგა, რომელსაც განუწესებია ოცდაოთხი ლიტრა ზეთი და ათი ლიტრა ცვილი მისაღებელად მონასტრისადა.

თუთირასშვილის ორი მამული, რომელსა ზედაცა დაუდვა შვიდი ლიტრა ზეთი და შვიდი ლიტრა ცვილი.

შეწირული პერაქელასა მამულისა განუწესებია მონასტრის მისაღებად თექვსმეტი ლიტრა ზეთი;

შეწირული ჭალას ორნი გლეხნი მარნიაშვილი და კორტანელაშვილი, რომელსა ზედაცა დაუდვიათ ოცდა ექვსი ლიტრა ზეთი და თექვსმეტი ლიტრა ცვილი.

ადრევე შეწირული მაჩაბელთაგან[2] ფრიდონა და გოგაშვილი. სდებია ფრიდონას თექუსმეტი ლიტრა ზეთი და ხუთი ლიტრა ცვილი და გოგაშვილს ათი ლიტრა ზეთი და ოთხი ლიტრა ცვილი და ხსენებულს მოლარეთხუცესს ხელის მოუმატნია მათთვის სავენახე და განუწესებია ფრიდონისადმი ოცდაოთხი ლიტრა ზეთი და ათი ლიტრა ცვილი და გოგაშვილისათვის თორმეტი ლიტრა ზეთი და ექვსი ლიტრა ცვილი.

კვალად შეწირული მოლარეთხუცეს ხელისაგან: წულთას ბუღაური, რომლისაც გამოსავალი მამულისა მისისაგან უნდა მიეცემოდეს მონასტერსა ნახევარი.

მაღნარს, დვალეთს, სოფელი კოშკა, რომლისაცა ბეგარა უნდა აიღებოდეს მონასტრისათვის;

ჟღელე მათით ბეგარით, რაც დვალეთს ბეგარა სდებია, ჟღელეცა იმავე წესითა, ორივე უბანი შეწირული საათაპოდ მამისა მისისა ასათასთვის, დედისა მისისა სოსანისათვის და მამისა მისისა მესტუმრის გოგნიასთვის;

შეწირული თვისის ერთგულის იალღუზისშვილისა ბეჟანისათვის სააღაპოდ მეღვრეკისის გლეხი ჭონისშვილი; იალღუზისშვილის ვირშელის სააღაპოდ შეწირული, ფხვენისს ერთი ვენახი, ძველადვე შეწირული, შეუწირავს და დაუმტკიცებია.

აღუშენებია თავდებისა ღმრთისმშობლისა კართა ზედა მცირე სასაფლაო ეკვდერი სახელსა ზედა ბორტის ღმრთისმშობელისასა და შეუმკვია საეკკლესიოთა სახმართა ნივთათა და შეუწირავს თვისგან ნასყიდი ზემო სვეტელაური თორმეტის კაცის მსახლობელით და მხოლოდ განუჩენია მსახლობელთა მათთგან ეკვდრის მნათისადმი სვეტილაურს სვიმონასა და ბეგლარს მამულის ტკბილის გამოსავალი ნახევარი და ორი ძღვენი. განუჩენია ბარაბაძე დავითი და მისნი მამანი მენახევრეთ;

საბაწმინდას დასაფლავებულის ვიგრიას სააღაპოდ შეწირული ვიგრისგან ნასყიდი მაჩუასძის მამული, რომლისაც ნაცულად შეუწირავს მოლარეთხუცეს ხელის სხვა მამული.

მოლარეთხუცის ხელის მეუღლის ათაბეგის ასულის, მეფის ალექსანდრეს ბიძაშვილის, გულქანის მიერ შეწირული სააღაპოდ საეროდო გლეხი, მეღვრეკისით ბურფურაული; მოლარეთხუცის ხელისაგან თამარაშნის თავს დიდ რუზედ წისქვილის მინდის ნახევარი შეწირული და თორმეტი კაპიწი პური, მეწისქვილისაგან გამოსაღები, კრებულთათვის მონასტრისათა შეწირული. მისგანვე არზუაშვილის დავითის სააღაპოდ ქრცხინვალს ვენახი 2 გორგილაური თვისითა შესავლითა და თუისავე ხელისად შეწირული მისგანვე.

რასაც სახასოდ ტრაპეზი მოხნევდეს, ანუ მოსთიბდეს, ტრაპეზს შეუვიდოდეს. და ვინც სხვა მოხნევდეს, ანუ მოსთიბდეს, ღალა ტრაპეზს შეუვიდოდეს და, თუ მებეგრენი გლეხნი ისხდნენ, მათი ბეგარა მონასტერს უნდა შეუვიდოდეს.

და განუჩენია კვალადცა ორი აღაპი დედანაშვილის ქავთარისა და რუსთავსათვის ანდერძად დაგდებულის ქაიხოსროს ხელასადმი: ღუერეთს დედანაშვილისაგან ნასყიდი, დოღლაძისა მიერ მოსყიდული მამული შურტაული, სააღაპოდ დედანაშვილისად შეუწირავს მონასტრისადმი ბეგარითა, რომელიცა მოწერილ არს ესრეთ: მოგეცით ნაქურდევი მისითა მზღვრითა, თეთრობითა აქათითა, და მისითა საახოვითა დიდსა წლეპსა ქვევით, ურთხნალსა ქუეშეით, უძებრითა და საძებრითა, ყოვლითა მისითა მთითა და ბარითა, ყოვლათა...

დაიწერა იანვარსა ათჩუიდმეტსა ქრონიკონს ას ორმოცდა ცხრასა მეფობისა დიდისა ალექსანდრესა."

საბუთის დათარიღება

[edit]

პუბლიკაცია

[edit]
  1. ტექსტშია: "აჩივებოეს მუგუდი დავარეხაში და ფიცხელისძე" (გასწორება ჩვენია)
  2. ტექსტშია "მაჩაბელთაგან". ბ. ლომინაძე ასწორებს "მაჩაბლისაგან". (ანუ ამ საბუთში მაჩაბელი სახელია და არა გვარი).