Jump to content

1446 წ. - სასისხლო სიგელი ბაგრატ მეფისა ივანე თულასძისადმი

From Wikisource
საბუთი Sd-796




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

საბუთის ტექსტი

[edit]

საბუთის ტექსტი: ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი III - N 19


...ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შავშინ და შარვაშინ და ყოვლისა ჩრდილოეთისა აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდის თვით-ხელმწიფედ მქონებელ-მპყრობელმან, მეფეთ-მეფემან ბაგრატ გორგასალისაგან ბრძანებულ.

მოვიდეს წინაშე ჩუენსა ჩუენი, მათისა და პატრონისა მეფობისა ტახტისა და გუირგუინისა თაუდედებით ნამსახურნი და მომსახურენი და ნამსახური მათის თულაძენი ივანე და მიქაელ, შვილნი და მომავალნი სახლისა მათისანი.

მას ჟამსა ოდეს ჭლაგიანის აზნაურისშვილსა თულაძე დემეტრეს ნანიაი გერგეხელია სანადიროშიდა შეაკუდა, მას ჟამსა მოვიდეს წინაშე ჩუენსა, იაჯნეს და მოგვახსენეს, რათამცა ერთგულად ნამსახურითა მათითა სანაცვლოდ.

ვქენით მოკითხული და ვცანით მათი სახლისა ვითარება და ერთობ საპატიო კაცი ყოფილიყო და მისთანა სიგელი ქონებოდა და იმავე სიგლითა ჩუენ ახლად დაუმტკიცეთ და გაუჩინეთ სრული სისხლი... ასოცი ათასი ძველი თეთრი კირმანაული...

დაიწერა ინდიკტიონსა -იას მეფობისა ჩემისასა ქკსა რლდ, ხელითა ნიკოლოზისათა.

დათარიღება

[edit]
ბროსემ საბუთი გამოაქვეყნა დ. ჩუბინაშვილის ნაქონი ხელნაწერის №3677 მიხედვით, რომელშიც საბუთის გამცემი ბაგრატ მეფე აშოტ კურაპალატის ძედაა გამოცხადებული და საბუთს თარიღად მითითებული აქვს ქრისტეს აქეთ ყმა ანუ 841 წელი, რაშიც, ცხადია, ბროსსემაც შეიტანა ეჭვი.
ე. თაყაიშვილმა საბუთი ბაგრატ V-ს მიაკუთვნა და შესაბამისად 1360-1395 წლებით დაათარიღა. 
სარგის კაკაბაძემ საბუთის ბოლო სტრიქონში შესძლო ქრონიკონ რლდ-ს ანუ 1446 წლის ამოკითხვა და მისი გამცემი ბაგრატი მიიჩნია XV საუკუნის პირველ ნახევარში დასავლეთ საქართველოში გამეფებულ ვახტანგ გორგასალის ძედ.
ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი იზიარებს ს. კაკაბაძის მოსაზრებას და საბუთს 1446 წლით ათარიღებს.
ჩვენი აზრით საბუთის გამცემი შეიძლება იყოს ბაგრატ VI.

პუბლიკაცია

[edit]