1441 წ. - სიგელი ალექსანდრე მეფისა სვეტიცხოვლისადმი სასხორის შეწირვის თაობაზე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
1799. ირაკლი II-ის სითარხნის წიგნი ტფილისის წმ. ევსტატის ყმებისადმი.jpg
1730. თელეთელ გიორგი არუთინაშვილის ვენახის ნასყიდობის წიგნი.jpg




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 014.

პირები:

  1. N 507-009 (დაკარგულია).
  2. E-073/03 - პირი გადაწერილია ს. ტაბიძის მიერ XVII ს. ასლიდან 1848 წ.;

შინაარსი:

  1. 1451-01-მცხეთის № 014

საბუთის შინაარსი[edit]

ორისავე ტახტისა, ლიხთ-იმერისა და ლიხთ-ამერისა მპყრობელმან ალექსანდრე, ვიგულისმოდგინე მოლტოლვად თქუენდა და ცათა მობაძვისა საყდარსა მცხეთას შიგან, ვითარ ჩუენნი მომავალნი მეფენი დამკუიდრებულ იყუნეს, ეგრეთვე ვინებე და ცალკე ახალი ეკუტერი აღვაშენე და საუკუნოდ საყოფელად განვიმზადე;

და შემოვსწირე ქუეყანა სასხორი მისითა წყლითა ხეკორძულითა სრულად და უკლებელად; ვცვალე მცხეთისაგან და მისად მუქაფად ვირშისა სახლი მცხეთას შევსწირე და მაღალაურნი, მჟავს ჯაჭუელასძე და ჯუარს ისაიას შვილი, ბაბიაშვილი და ჯანაზიზაი შემოვსწირე.

და მის აქათ მისაქციელი შემოვსწირე, ჩუენსა მდივანსა თუმანს რაც გლეხნი, საზღუარნი და წყალი აქუს, მას აქათ შემოგვიწირავს მისაქციელი... და მას აქათ დიღუამს ერთი გლეხი გეგელისშვილი ქუაბულა შემოვსწირე და ღაღანთა ვენახი ვიყიდე ჩემითა საფასოთა და იგი შემოვსწირე...

და ჩუენთა საფლავთა ზედან ოთხნი მეეკუდრენი მწირველნი გავიჩინენ: ელიოზის ძე დიმიტრი, ჯუარისმტვირთველი მახარებელი, ზაქარია და ელიოზ.

ამა სოფელთა ბეგარი და აგრევე გლეხთა სრული გამოსაღებელი ბეგარი ამა ოთხთა მეეკუდრეთაგან აღიღებოდეს....

დაიწერა ქკნს რკვ, ესე ჩუენი ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა კთ, ხელითა კლიმი კაკლაჩასძისათა"

საბუთის პერსონალია[edit]