Jump to content

1439 წ. - სიგელი ალექსანდრე მეფისა მესტუმრე დავით ქარსიძისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: დაკარგულია, თუმცა მოუღწევია XIX საუკუნემდე და მისგან იქნა გადაღებული პირი.

პირები:

  1. 1449-301 - 1870 წ. დამოწმებულია დედანთან სისწორის შესახებ.

საბუთის შინაარსი

[edit]

ქ. ჩუენ, მეფეთ-მეფისა ალექსანდრე დავითიან ბაგრატონიანისა, და თანამეცხედრისა ჩუენისა, პატრონისა დედოფალთა-დედოფლისა თამარისაგან, და ძეთა ჩვენთა მეფისა ვახტანგის, დიმიტრი და გიორგისგან, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შარვანშე, შანშა და ყოვლისა აღმოსავლეთით ვიდრე დასავლეთამდის თუითფლობით ხელმწიფე და მპყრობელისა.

მოვიდა წინაშე ჩვენსა ჩუენი ერთგული და თავდადებით ნამსახური ბეჩელი ქარსიძე მესტუმრე დავით და გვეაჯა და მოგვახსენა ბადრისა და მეჰამბე, რათამცა მათთა ერთგულობა-სამსახურთა სანაცვლოდ სიგლითა ამით შეგუეწყალა და, როგორცა ძველიდგან მკუიდრნი მცხეთისშვილნი ყოფილან და მცხეთისა მსახურთუხუცესობა ჰქონებია, აგრეთვე მცხეთისშვილადა დაგვესო და მსახურთუხუცესობა გვებოძა.

ვისმინეთ აჯა და მოხსენება ამათი და დავსვით მკვიდრად მცხეთისშვილად და მსახურთუხუცესობა უბოძეთ.

და უბოძეთ მცხეთას მისისა პაპის ცუცხაძისა არსენისეული სახლ-კარი და მამული ყანითა, ვენახითა, წყალითა, წისქვილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა, სახმარითა და უხმარითა, მისითა მიდგომითა სამძღვრითა სამართლიანითა, ყველათა უკლებლად. და უბოძეთ ამა მამულისა გლეხნი მათითა მამულით. ორნი გლეხნი ახატანს და ერთი გლეხი კარსანს: შარაბისძე, გუთანა და ეფრემისძე მათითა მამულითა, ყანითა, ვენახითა, წყალითა, წისქვილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა, სახმარითა და უხმარითა, მისითა სამართლიანითა ყველათა.

და უბოძენით სოფელი მისივე მკვიდრი ნიგოზანი სასახლითა, გლეხებითა, ყანითა და ვენახითა, წყალითა, წისქვილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა, სახმარითა და უხმარითა, მისითა მიმდგამითა სამზღვრითა ზემოთა ბარტაძის ხევამდინ, ქვევით საგოროს შარამდინ; ჭარებს - მისისა ბიძისა ჭინჭველისძისეული მამული, ციხითა, მონასტრითა, სასახლითა, გლეხებითა, ყანითა, ვენახითა, წყალითა, წისქვილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, მისითა ზღვრითა სამართლიანითა ყველათა სამკვიდროდ გვიბოძებია.

და გქონდეს შენ, ჩვენსა ერთგულსა, ქარსიძეს მესტუმრეს დავითს, და შვილთა და მომავალთა ყოველთავე სახლისა თქვენისათა მცხეთას თქვენისა პაპისა ცუცხაძისა არსენისეული მამული და სახლ-კარი მისითა მიმდგამითა ყანითა, ვენახითა, წყალითა, წისქვილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა და მისითა მიმდგამითა ყველათა.

და ამა მამულისანი ორნი გლეხნი - ახატანს შარაბისძე და გუთანა, კარსანს - ეფრემისძე მათითა მამულითა.

შენი მკვიდრი კოლური გვიბოძებია თავითა და ბოლოთა, გაღმითა ჭაკურაული ზედათ შარამდი ერთობ შეუცილებელი, მონასტრითა, სასახლითა, გლეხებითა, ყანითა, ვენახითა, წყალითა, წისქვილითა, მთითა და ბარითა და მისითა სამართლიანითა მზღვრითა, ყოველთა. მოკითხულნი ვქენით და სამართლად თქვენ გმართებდა და სამკვიდროდ გიბოძეთ.

აწ, დღეს როგორც შეგვიწყალებიხარ, შენ, ჩვენი ერთგული ქარსიძე მესტუმრე დავით და მცხეთას თქვენისა პაპისა ცუცხაძისაული სასახლე და მამული გვიბოძებია მისითა მიმდგამითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქვილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა გვიბოძებია და მისისა მამულისანი ორნი გლეხნი: ახატანს შარაბისძე და გუთანა და კარსანს ეფრემისძე მათითა მამულითა გვიბოძებია, და ჭარებს და ფლავს ბიძისა თქვენისაგან ნაშვილებნი სასახლე და მონასტერი და გლეხები გვიბოძებია მათითა მამულითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა და წისქვილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა, ბარითა, სახმრითა და უხმრითა, მისითა მზღვრითა სამართლიანითა...

დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე ჩვენი ქრონიკონსა რკზ, ინდიკტიონსა მეფობისა ჩვენისასა კზ, ხელითა... მესტუმრისა და კარისა მწიგნობრისა ჩვენისა კლიმი კაკლაჩასძისათა.

ქურჭული ვენახი მოგეც ფლავს და ჩვენ ჭადაბეთს ეკლესიასა შევსწირეთ.

აწ, რაცა ამ სიგელითა მამული, სასახლე და გლეხნი გიწერიან, არს ნადა გვიბოძებიან ამა წესითა, რომე არ ეთხოვებოდეს არც დიდი ულუფა, არა გუთნის თავი, არა სახოლსარლო, არც სამუშაო საგორო და მალისაგან მეტი არა სათხოვარი არ ეთხოვებოდეს.

საბუთის პუბლიკაციები

[edit]