Jump to content

1433 წ. - დაწერილი თაყა ზევდგინიძისა სვეტიცხოვლისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა

[edit]

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის მცხეთის საბუთები № 170.

პირები:

  • 1449-1479 - პირი გადაწერილია ს. კაკაბაძის მიერ.

შინაარსი:

საბუთის შინაარსი

[edit]

მე, ყოველთა ადამის ნათესავთაგან უცოდვილესმან, ზევდგინისძემან თაყამან, ვიგულე და ვიგულსმოდგინე მცირე ესე შესაწირავი და მოვახსენე და შევსწირე დიდსა და ცამდის მაღალსა კათოლიკე მცხეთისა საყდარსა და ღმრთივ-აღმართებულსა სუეტსა ცხოველსა და მათსა მპყრობელსა, სულისა ჩუენისა მოძღუარსა, პატრონსა კათალიკოზსა თეოდორეს, მეფეთაგან წყალობად მკუიდრად ბოძებული ქვეში ნასოფლარი, პირველ აბულახტარისძეთა მამული ყოფილა მკუიდრი.

მას ჟამსა ქვეში და მისნი შესავალნი ყოვლითურთ საპატიონნი და შენნი ყოფილან და მას უკანით, ჟამთა ვითარებისაგან უსჯულოთა აგარის ნათესავთა ხელით განრყუნილი და ოხერ-ქმნილი და სრულიად უნუგეშისცემოდ განსრული, მეფეთა სამკუიდროდ მე მიბოძეს და თქუენ, ყოველთა ცოდვილთა მეოხ-შესავედრებელსა ცამდის მაღალსა კათოლიკე მცხეთისა საყდარსა, ღმრთივ-აღმართებულსა სუეტსა ცხოველსა და ჩუენისა სულისა მოძღუარსა, პატრონსა კათალიკოზსა თეოდორეს მოგახსენე ქვეში ეკლესიითა, ზვრითა, მთითა და ბარითა, ტყითა, სანადიროთა, ჭალითა, სათიბითა, საწისქუილოთა, საძებრითა და უძებრითა, სახმრითა და უხმრითა, მისითა მიმდგამითა, ერთობ ყუალათა, უნაკლულოდ მოგუიხსენებია.

და შემოგუიწირავს თქუენ, ყოველთა ქრისტიანეთა მეოხ-შესავედრებლისა, ცამდის მაღლისა, კათოლიკე მცხეთისა საყდრისა, ღმრთივ-აღმართებულისა სუეტისა ცხოველისა და თქუენისა მპყრობელისა, ჩუენისა სულისა მოძღურისა, პატრონისა კათალიკოზსა თეოდორესათუის ქვეში ეკლესიითა, მზღვრითა, მთითა და ბარითა, სახმრითა და უხმრითა, საძებრითა და უძებრითა, მისითა მიმდგამითა სამართლიანითა, ერთობ ყუალათა, უნაკლულოდ.

დღეს ესე ქვეში და მისნი შესავალნი ასეთნი მიკადრებიან და შემომიწირვიან, რომე სრულიად უსჯულოთაგან ამოწყუედილი და აოხრებული არის, არათუ სულიერი კაცი იპოებოდეს ყოვლადვე, შენებულება არ იპოების და უნუგეშინისცემოდ განსრული არის. ამად აღაპი ვერა გავიჩინერა და, თუ ენებოს ღმერთსა და აღშენდეს და კაცები დაეშენოს და სულიერ იქმნას, მაშინ ვითარ ჩუენისა სულისა ტუირთმძიმეობისათვის იცი, ჩუენო სულისა მეოხო და მოძღუარო პატრონო კათალიკოზო თეოდორე, ვითარ გუხუდებოდეს, აგეთი აღაპი გაგუიჩინე და თუ ერთი აღაპი გუხვდებოდეს და თუ ორი და რაოდენიცა განგუიჩინეთ, მისი დღეცა გააჩინეთ, რომე წლითი-წლად მას განჩენილსა დღესა ჩვენ ცოდვილისათუის აღაპი გარდაიხდებოდეს.

ესე ღმრთივ-გუირგუინოსანთა მეფეთაგან სამკუიდროდ და ესრეთ გუბოძებია, რომე ინებოს ღმერთმან და სრულად აღშენდეს, ვერამან მეფეთა მოსამსახურემან ვერ ულუფისათუის, ვერ გუთნისთავისათუის, ვერ საჯინიბოსა, ვერ სახორსარლოსა, ვერ მამათადისა სამუშაოსა, მალისაგან კიდე, ვერავინრა საქმე დაიგდოს.

და ვის გინდამე ამა ქვეშისა და მისთა შესავალთა ზღვართა წიგნი და ნიშანი ჰქონდეს მიცემულობისა, ყოველივე ცუდი ქმნას და მტკიცე ესე ჩემგან მოხსენებული ოდენ იქმნას...

დაიწერა სიგელი ქორონიკონსა რკა, ხელითა ჩემ ცოდვილისა და ყოველთა ადამის ტომთა უნარჩევესისა მესტუმრისა და კარის მწიგნობრისა კლიმი კაკლაჩასძისათა.

ეშმაკისა საცთურებითა ცოლისა სიძულვილი შემოვიდა ჩემსა ბუნებასა. და დავაგდე და სხუა ცოლი შევირთე და კარბს ორნი გლეხნი მოგახსენენ და კანონი უქენ და მცხეთაგან მიიგდეთ. და მას უკანით ისი კარბულნი ორი გლეხნი დამიხსენით და აბულახტარისძეთა მამული ქვეში მთხოეთ, და როგორცა სამკუიდროდ მეფეთაგან მე მბოძებია, აგრევე თქუენთვის მომიხსენებია და ვერასა ჟამისა გამოსრულებისა და გამოცვალებისათუის ვერავინ დაგეცილოს.


ქ. მე, ყოველთა კაცთა უცოდვილესსა მოლარეთუხუცესსა თაყას შემომიწირავს და მომიხსენებია ჩუენისა სულისათუის.

საბუთის დათარიღება

[edit]
საბუთს უზის თარიღი: ქორონიკონი რკა (121) - 1433 წ., ალექსანდრე დიდის მეფობის კა (21) ინდიქტიონი.

საბუთის პუბლიკაციები

[edit]