1433 წ. ახლოს - დაწერილი თაყა ზევდგინიძისა მღვიმის მონასტრისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: დაკარგულია, სინოდის კანტორის შიომღვიმის საბუთები № 008.

შემორჩენილია თ. ჟორდანიასეული შემოკლებული გამოცემა და სინოდის კანტორისეული შინაარსი.

შინაარსი:

საბუთის შინაარსი[edit]

[თ. ჟორდანიას პუბლიკაცია]

...ურიხუთა სასწაულთა თქუენთა ესრეთ გადაამატა, რომელ თქუენგან შეყუარებულისა და დამოწაფებულისა ევაგრეს ძუალნი დღეინდელად დღედმდე ლუსკუმათა მისთაგან საღმრთოთა ძალთა მიერ მოძრავ იქმნებიან...

აწ... მე, ზევდგინისძემან თაყა, მოლტოლვილ ვიქმენ... მონასტერსა თქუენსა ...და, რომელ პირველ ჩუენნი მამანი დასაფლავებული იქმნეს, მათთანა დასაფლავებად... ვერ მკადრე ვიქმენ და ცალკე ახალი ეკუდერი ავაგე... და შემოგწირე... მკვიდრი სოფელი, ჩუენგან აშენებული კოდისწყარო. ორასსა წელიწადსა კაცი არ სახლებულიყო და ჩუენნი მერიქიფე-მეჯინიბენი და შინაურნი კაცნი დავასახლეთ და ჩუენითა საფასითა ავაშენეთ... აბეთი... ავაშენეთ... და... დავასახლეთ... და შევიტანეთ ხატისუბანი, სხუილოს ბიშიაშვილი... ჩუენითა საფასითა და მას ზედან დავასახლეთ... აღაპი... ორი კანდელი დაუვსებელი და ოთხი აღაპი ჩემთვის... და მეუღლისა ჩუენისა მამქაანისათვის.


[სინოდის კანტორის შინაარსი]

ზედგეინიძის თაყასაგან წერილი, რომლითაც იჩვენების: აღუშენებია ეკუდერი სასაფლაოდ თვისად და შეუწირავს მონასტრისადმი თავისი მკვიდრი და თავისგან აღშენებული სოფელი კოდისწყარო არაგვის პირთა, ახალციხის ზედათ კახეთა, რომელზედაც კაცი არ სახლებულა და აღუშენებია საფასითა და დაუსახლებია კაცნი თვისნი, ეგრევე გაუკეთებიეს წისქვილნი. და თვისთა საფლავთა ზედამდგომთ მწირველთათვის სასეფისკურედ გაუჩენია და შეუტანია: ხატისუბანი, სხუილოს ბიბიასშვილი და თინასშვილი, კასპს გოგორასშვილი, წიწამურას მირზასშვილნი,; რომელსაც ზედგინიძეს თაყას უყიდნია მიწები და დაუსახლებია მას ზედა მირზასშვილნი, შეუტანია და შეუწირავს ზემოხსენებულნი თავისგან აღშენებულნი სოფელნი და გლეხნი მათითა მამულითა, ყანითა, ვენახითა, წყლითა, წისქვილითა, ჭალითა, სათიბითა, ტყითა, სანადიროთა, მთითა და ბარითა და სამზღურითა.

და გაუჩინა ორნი მწირველნი დეკანოზიშვილი გრიგოლ, რომ სასაფლაოთა შინა ეკუდერსა მამისსა, სწირევდეს წლითი-წლად და ილოცევდენ განწესებულსა ლოცვასა და ენთებოდეს დღე და ღამე ორი კანდელი და ყოველს წელიწადს ოთხს კარგაღებულს აღაპს გარდაიხდიდენ მირქმას, დიდხუთშაბათს, ამაღლებას და სულიწმიდის მოფენას. ხელმოწერილი ყოფილა და დაგლეჯილი არის ქაღალდი და ხელმოწერილიც ზოგი მოგლეჯილი.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთი უთარიღოა. თ. ჟორდანია მას 1433 წლის ახლო ხანებით ათარიღებს, რასაც იზიარებენ კორპუსშიც.

საბუთის პუბლიკაციები[edit]

1896 - თედო ჟორდანია - შიომღვიმის საბუთები - გვ.72[edit]

1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.241[edit]

2013 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი II - N 64[edit]