1429-1435/38 წწ. - სიგელი ალექსანდრე მეფისა კათალიკოს თეოდორესადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი: დაკარგულია, პირები:

  1. სინოდის კანტორის № 507 პირების კრებული - № 249 (დაკარგულია).

ქვეყნდება პირიდან თ. ჟორდანიასეული შემოკლებული გამოცემიდან: "1433 წ. - ამ წლის ახლო ხანებში (1431-1435) უნდა იყოს დაწერილი მცხეთის XVII საუკ. ნუსხაში (№ :სმთ:) ჩართული სიგელი, რომელსაც თავი აკლია, მაგრამ ჩანს მეფის ალექსანდრეს მიერ არის მიცემული სათაურით: "მცხეთის პირდაპირ ჯუარის სიგელი".

საბუთის შინაარსი[edit]

--- და თქუენსა მპყრობელსა და ჩუენისა სულისა მეოხისა, ჩუენისა მოძღვრის კათალიკოზისა თეოდორესათვის ასე და ამა პირსა ზედა, რომე ჩემისა ეკუტრისა მწირველსა მიხუდებოდეს ჯუარიდაღმა ყოველთა წელიწადთა ასი კოკა ღვინო და თორმეტი კაბიწი იფქლი და ოთხი კაბიწი ქერი და ოცი ლიტრა ბამბა. ხელმოხსნით მოუდევრად მომიხსენებია და შემომიწირავს... ჯუარი მისითა შესავლითა და ოროტითა და კუტალას გლეხითა... და სხუა არა ეთხოებოდეს რა... თვინიერ მალისა კიდე... ამას აქათ... მოგეცით ფოსუი მისითა შესავლითა.

საბუთის პუბლიკაციები[edit]

1897 - თედო ჟორდანია - ქრონიკები - წ. II - გვ.240[edit]

2013 - ქართული ისტორიული საბუთების კორპუსი - ტომი II - N 56[edit]