ჩუენ, პატრონთა, შოთამან და სიაოშ და მირიან, ესე უკუნისამდინ ჟამთა გასათავებელი წიგნი და სიგელი გიბოძეთ თქუენ, მღვიმის ყმათა დედაბრისშვილთა: მოძღუარსა გიორგის და თქუენთა შვილთა, მღდელსა მახარებელსა და ნაცვალასა და ყოველთავე გუარისა თქუენისა მომავალთა.
დიდად ნამსახურნი და იყვენით უდაბნოსანი და კიდევ მნე და მოსამსახურენი თქუენვე ხართ და არცრა ჩუენი საყალნო და სასამსახურო თქუენ ინდომეთ, თქუენგან ნასყიდისა მეტი და იმაზედა ჩუენც განთავისუფლებით გამყოფენით ასრე და ამა პირსა ზედა, რომე არაფერი სათხოვარი და გამოსაღები არა გეთხოებოდეს-რა უდაბნოსა სამსახურისა მეტი, არა სამსახური, არა გაგზავნა და ლაშქრობა, არა სახნავი და სამკალი, არა სალეწავი, არა მუჯირობა, არა ზურის მუშაობა, არასთანა სათხოვარი და გამოსაღები არა გეთხოებოდეს უდაბნოს სამსახურის მეტი.
ქრონიკონა რ.
[დამტკიცებები:]
- ხელი შოთასი
- ხელი შიაოშისი
- ხელი მირიანისი
- ამა პატრონთა ბრძანებისა მოწამე ვარ მახარებელი კაიშერაშვილი
- ამა პატრონთა ბრძანებისა მოწამე ვარ თეგასძე გულია