... გქონდეს თქვენ ფალავანდისშვილთა ფალავანდსა, მეღვინეთუხუცესსა ივანეს, ვარდანს, ქირქიშს, შვილთა და მომავალთა თქვენთა ყოველთავე ჩ ი ხ ა ს დ უ ნ თ ა მისითა სამართლიანითა ყოვლითა.
დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე, ინდიკტიონსა მეფობისა ჩვენისასა კვ, ქკნსა პთ, ხელითა კარის მწიგნობრისა ჩუენისა თავკბითას ძის მახარებლისათა.
დამტკიცებები:
- ვამტკიცებ მეფე გიორგი, მონა ღმრთისა.
- კოსტანტინე ბატონისშვილი ვამტკიცებ, ნებითა ღმრთისა.
- ესე ვითა ღმრთივ გვირგვინოსანთა მეფეთ-მეფესა გიორგის მათნი ერთგულნი ყმანი ფალავანდისშვილი ფალავანდი და ძმანი მისნი: მეღვინეთუხუცესი იოვანე და ვარდან, და მათნი შვილნი შეუწყალებია და სამკვიდრო და სამამულო ქვეყანა დ უ ნ თ ა უბოძებია, ჩვენ, ქრისტეს მიერ ქართლისა კათალიკოზი ელიოზ, ამა სიგელსა კანონითა ვამტკიცებ.
- ესე ვითარ ღმრთივ გვირგვინოსანთა მეფეთ-მეფესა გიორგის მათნი ერთგულნი ფალავანდისშვილი ფალავანდ და მეღვინეთუხუცესი იოვანე, ვარდან და მათნი შვილი ქირქიშ შეუწყალებია დ უ ნ თ ა სოფელი სამამულოდ უბოძებია, ჩვენ, ქრისტეს ღმრთისა მიერ მთავარეპისკოპოზი გიორგი კანონითა ვამტკიცებ.
- ესე ვითა ღმრთივ გვირგვინოსანთა მეფეთ-მეფესა გიორგის მათნი ერთგულნი ფალავანდიანნი ფალავანდი და მეღვინეთუხუცესი იოვანე და ვარდან და მათნი შვილნი ქირქიშ და სვიმონ შეუწყალებიან და დ უ ნ თ ა სოფელი სამამულოდ უბოძებია, ჩვენ, ქრისტეს ღმრთის მიერ გლახაკი მროველი იოვანე კანონითა ვამტკიცებ.
- ესე ვითა ღმრთივ გვირგვინოსანთა მეფეთ-მეფესა გიორგის მათნი ერთგულნი ყმანი ფალავანდისშვილნი ფალავანდი და ძმა მათი: მეღვინეთუხუცესი იოანე, ვარდან და მათნი შვილნი შეუწყალებიათ და სამკვიდროთ სამამულოთ ქვეყანა დ უ ნ თ ა უბოძებია, ჩვენ, ღმრთის მიერ ქუთათელ-მთავარეფისკოპოზი ფანოელ, ამა სიგელს კანონითა ვამტკიცებთ.