ქ. სახელითა ღთისათა, იესიან, დავითიან, სოლომონიან, ბაგრატუანისა, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართუელთა, რანთა, კახთა, სომეხთა, შანშე და შარვანშე, აღმოსავლეთისა და დასავლეთის, სამხრის და ჩრდილოეთისა, ლიხთიმერისა და ლიხთამერისა, ორისავე სახელმწიფოსა ტახტ-გვირგუინისა ღთისა მიერ მფლობელ-მპყრობელისა გიორგი მეფეთ-მეფისა წინაშე მოვიდა მეაბჯრეთ-უხუცესი გოგატი ჩხეტიძე, ჩუენის მეფობისა დიდად მომჭირნე და გუეაჯნეს და მოგუახსენეს მათის მკუიდრისა ყმისა სასისხლოთა სიგელითა და დაგუაჯერეს და მოგვართუეს ძუელთა ჩუენთა პაპათაგან ბოძებულნი სიგელნი და ჩუენ ახლად გაუახლეთ და დაუმტკიცეთ მიქაბაძეთა მათნი სასისხლონი სიგელნი, დავითს და გიორგის და მათთა შვილთა და მომავალთა. და რაცა ჩუენთა ჩამომავალთა ძუელთა გაეჩინნეს, აღარცა ჩუენ დაუმცირეთ და დაუმტკიცეთ სრული სისხლი ასი ათასი ძუელი თეთრი მისითა საზაოთა და სანახშიროთა.
ესე ასრე მიგუიცემია და დაგუიმტკიცებია მიქაბაძეთათუის ასი ათასი ძუელი თეთრი მისითა საზაოთა და სანახშიროთა. თუ ვინმე მოკლას მიქაბაძისა გუარისა კაცი, ესე ასი ათასი ძუელი თეთრი დაეურვებოდეს მისითა საზაოთა და სანახშიროთა.
ამას აქეთ, ვინც ცოლი წაუღოს, ნახევარი სისხლი დაუურვოს.
ვინ უმიზეზოდ გუირგუინ შესკუნილი ქალი დაუგდოს, ნახევარი სისხლი დაუურვოს.
ვინ ჯვარ გაცულილი ქალი დაუგდოს, სისხლის მეოთხედი დაუუროს.
თუ ვინმე უმკითხაოდ გრძნეულობა უთხრას, ნახევარი სისხლი დაეუროს.
ამას აქით, ვინ სადაღოდ დაკოდოს, სამი ათასი ძუელი თეთრი დაეუროს.
ვინ უპატონოდ სახლად დაესხას, მესამედი სისხლი დაეუროს.
ვინცა ღალატითა მოკლას, მისისა სისხლს თორმეტი ათასი სხუა ემატოს.
ვინ მწყემსი უცეს, ათასი თეთრი დაეუროს.
ექუსნი ასონი არიან კაცისნი, რომელიცა ნაკრავითა დაუშავდეს, მეექუსედი სისხლი დაეუროს.
გერში ვინ ადინოს, ათასი თეთრი დაეუროს.
სხვა სახალო და სადაღო და საუპატიო ამა სრულისა სისხლისაგან იანგარიშეთ და აგრე დაეურვებოდეს.
ესე ასრე გაგუიჩენია და დაგუიმტკიცებია და მიგუიბოძებია მიქაბაძეთათუის და მათთა მომავალთათუის.
აწ ვინცა ნახოთ ბრძანება და სიგელი ესე შემდგომად მეფეთა, დედოფალთა, ამირსპასალართა, დადიან-გურიელთა, ამირეჯიბთა, ერისთათა, ამილახორთა, მუშრიბთა, დივანთა, მოლარეთა, მეჯინიბეთა, ბაზიერთა, მოურავთა, ხელოსანთა, პურისა და საკლავის მკრებელთა, მეღვინეთა ყოველთა კარისა ჩუენისა წარვლინებულთა მოსამსახურეთა დაუმტკიცეთ და ნუვინ უშლით თვინიერ თანა დგომისა და შეწევნის მეტად. დამამტკიცებელნი ღმერთმან აკურთხოს, მშლელი კრულმცა არის და თქუენ, ქრისტეს მიერ კურთხეულნო ქართლისა და აფხაზეთისა ქათალიკოზნო, უჯუარობით დაუმტკიცეთ.
დაიწერა ბრძანება და სიგელი ესე მეფობისა ჩუენისასა ინდიკტიონს, ქორონიკონსა ხუთას ორმოცდა ხუთსა, ხელითა კარისა და საწოლის მწიგნობრისა დავითისითა, გარდაიწერა ძუელისაგან მეორედ ახლად კიდე. მიბოძებია ვარძიას, რაბიძისოული წყალობათ.
- ქართლისა და აფხაზეთისა კათალიკოსი ჯვარითა ვამტკიცებთ
- მეფეთ მეფე გიორგი ვამტკიცებთ
XVI საუკუნის მინაწერი:
ქ. ესე წიგნი მოგეცი მე, ხევანიძემან ივანამან მას ჟამსა ოდეს ვითხოე შენი ქალი და დაგიგდე. მოგეც მე სასისხრად ერთი ასისა ვინაც ესე შეგიცვალოს და ღამრავსა კიდეც შეც... და ცნობ... ნუმცა იხსნების ჯოჯოხეთისაგან ნუცა წირვითა. ამისდა თავდებად ...წმიდა... მომიცე ...ხრისა წმიდა გიორგი... მოგვიცემია.