1271-1272 წწ. - სიგელი დავით მეფისა ხახულის ღმრთისმშობლისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

საბუთის დედანიც და პირიც დაკარგულია

საბუთის პირი ინახებოდა გელათის მონასტრის საბუთებში N 139. გადაწერილი XVII საუკუნის ხელით ნუსხა-ხუცურად. ბოლონაკლული

გვაქვს - პირზე დამყარებული თ. ჟორდანიასეული გამოცემა

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 26


ქ. სახელითა ღმრთისათა, ჩუენ, დავით ბაგრატოანმან, ძემან სულკურთხეულისა მეფეთ-მეფის რუსუდანისამან, ნებითა ღმრთისათა აფხაზთა, ქართველთა, კახთა და სომეხთა მეფემან, შარვანშა და შანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა მპყრობელმან, სასოსა და მფარველსა ხახულისა ღმრთისმშობელსა მოწყალებითა მინდობილმან, გულს-ვიდგინე მცირედი ესე სამსახურებელი მათი: სალოცველად და სახსრად სულისა ჩუენისა საუკუნოდ, წარსამართებელად მეფობისა ჩუენისა და ძეთა ჩუენთა დღეგრძელობისათვის, ვიყიდე სოფელი საბანელა, სულის მწირველთა კანონოხის გამზრდელთაგან ნასყიდი.

აწ მე, უნაკლულითა და სრულითა ფასითა, ყოველივე რაც მათ ჰქონებოდა მის სოფლისთანა, კანონოხესაგან ვიყიდე... მივეც ფასი და მუქაფა სრული, რომლითა შესჯერდა; სათნო ვიჩინე მოხსენებად დიდს მონასტერს, ხახულის ღმრთისმშობელს, რომელმან აურაცხელნი წყალობანი ყვნა ჩემზედა, რათა ყოველთა მარიამობათა დღეთა კანდელაკის ხელითა მიიღებდენ ბეგარსა ორმოცდაათ ლიტრა ცვილს, რომელ ყოველთა დღეთა და ღამეთა, წელიწდისათა დაუვსებელად და მიუცილებელად, საუკუნოდ შეუცვალებელად, ვიდრე ქუეყანა ყოფად იყოს, თხუთმეტი სანთელი ეკლესიასა შინა ენთებოდეს, ვითარ მოძღუარს ჩუენს ილარიონს გაუჩენია ხახულისა ღმრთისმშობელსა და სხუა ხატთაცა წინაშე ნთებად ადგილთა, და მივათუალენ კანდელაკს, რათა მისითა ხელითა მიიღებოდეს ცუილი ბეგარა.

და თუ რა სასაურო საქმე დაუვარდებოდეს: მის სოფლის კაცთადა იქმნებოდეს, ანუ თუით შინა მათ ზედა და ანუ გარეგანთაგან, მასცა კანდელაკი იურვოდეს, ვითა დიდის მონასტრის საქონელთა მართებს, მით წესითა.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთის შინაარსი და პერსონალია[edit]

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია[edit]