სახელითა ... მე, თამარ დედოფალმან, სულკურთხეულისა და სანატრელისა მეფისა რუსუდანისა ძისა, ყოველთა მეფეთა-მეფისა დავითის ცოლმან და ემენელასძისა ასულმან, ვიყიდე სოფელი ჯიქეფონი ცოტნე გარაყანისძისაგან, მიგანაც ნასყიდი და ნასისხლი, ამა ქუეყანისა დიდებულთა და აზნაურთა და მისთა მესისხლეთა და მოსამართლეთა ყოვლისა დახდომითა, უსარჩელი და მოუდევარი ყოვლისა ადამიანისაგან, და შევწირე და მოვახსენე ყოვლად წმიდასა ღმრთისმშობელსა ხახულისასა დიდსა მონასტერსა გელათს, საუკუნოდ; სალოცველად და სააღაპოდ სულისა ჩემისად, ვიდრემდისცა წმიდა ესე მონასტერი იყოს.
და გავიჩინე აღაპი სანთლიანი და დღე სეკდემბერსა ოცსა, ღმრთისმშობლისა შობაი და ყოველთა დღეთა ტრაპეზსა ზედა სახელდებით მოვიხსენებოდეთ.
ესე ჩემ თამარისაგან დედოფლისაგან ნასყიდი ... ღმრთის სწორისა რუსუდანის ძისა მეფეთ-მეფისა ბრძანებითა და დახდომითა ... ნასყიდი სოფელი ჯიქეფონი, თორმეტი გლეხი, მისითა მიწა-წყლითა და მიმდგომითა მთითა, ბარითა, ... ზღურითა ...