1259 წ. - დაწერილი ძაგან აბულეთისძისა მღვიმისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: Ad-5

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 24


...[20]... წმიდისა ...[33]... შეწევნითა და თავსმდებობითა ყოვლად წმიდისა ქალწულისა მარიამისითა, მეოხებითა წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელ და გაბრიელისითა, შუამდგომელობითა წინასწარმეტყუელთა, მოციქულთა, მღდელთ-მოძღუართა, მოწამეთა, მამათა, ქალწულთა და ყოველთა წმიდათაითა, რომელნი საუკუნიდგან სათნო ეყუნეს უფალსა ღმერთსა ჩუენსა, თავსდებობითა სანატრელთა მამათა ჩუენთა: შიო, იოვანე და ევაგრესითა, დაგიწერე და მოგახსენე დაწერილი ესე თქუენ, ყოველთა მამათა თუალსა და მნათობსა წმიდასა მამასა შიოს და მღუიმეს შინა დამკუიდრებულთა წმიდათა მამათა, მე, აბულეთისძემან ძაგანმან, ძემან ერისთავთ-ერისთავისა იოვანესმან, ბრძანებითა და გამოზრახვითა სულიერისა მამისა და მოძღურისა ჩემისა, ქართლისა მთავარებისკოპოზისა გიორგისითა.

მას ჟამსა ოდეს მოვედ მღუიმეს და შევემთხუიე საფლავსა წმიდისა მამისა შიოისსა და ვიხილენ წმიდანი მამანი, მუნ შინა დამკუიდრებულნი, და მომაგონა ღმერთმან, რაითამცა ძალისა მსგავსი საწყალობელისა სულისა ჩემისა სალოცავი გავიჩინე წმიდასა ამას უდაბნოსა შინა. ბრძანებითა სულიერისა მამისა და მოძღურისა ჩემისა გიორგი ქართლის მთავარებისკოპოზისაითა მოვახსენე და შევსწირე წმიდასა მამასა შიოს და მუნ დამკუიდრებულთა ძმათა და მამათა სოფელი ანგროინი, ჩემგან ნასყიდი, რომელი ჩემსა ბიძაის ძესა გიორგის შვილსა ივანეს გაეყიდა და მე ზევე უკმოვიყიდე ბაღდადს ნაშოებითა ოქროითა. იცოდეს ღმერთმან: მუნ ჩემითა ხრმლითა ნაშოებისგან კიდე არაი ვისი ყოფილა ამის ადგილისა სყიდასა შიგა, არ მამულისაი და არ სოფელთაგან ანაღები.

შევსწირე მოუდევრად ყოვლისა კაცისაგან, მთითა, ბარითა, ტყითა და მზღვრითა და მიმდგომითა მისითა, სახმრითა და უხმრითა, რაიცა მას სოფელსა ძუელიდგან ჰქონებია. არვის რაი საქმე უც, არცა პატრონსა ღმრთისა სწორსა ამას ადგილსა თანა, არცა ჩემთა შვილთა და მომავალთა, არცა ჩემისა გუარისა კაცსა, არცა რაი სათათროი გამოსაღებელი ზედა უც ჩემისა სახლისაი ანგროვანელთა და არცა რაი სხუაი გამოსავალი და ბეგარი. თუ რას ვინ აწყენდეს, საურავისაგან კიდე, რაიცა ლოცვასა იგინიცა მიიღებდენ წმიდათა მამათასა. და არცა-რაი თეძამისა პატრონთა ხელი შეუვიდოდეს მათ ზედა. და სასეფოი თეძამისა პატრონთაი არაი ზედა სდებია, არცა ხელისუფალთა შესულაი და არცა რაი სხუაი.

და თქუენ გამიჩინეთ სამწირველოი და მწირველი, სახლითა, მღუიმეს: პურითა, ვენახითა, ფიჩხულითა. და მიუყენენით მიწანი: ერთი გუთანი - ვენახის ბოლოსა, თრიალური; ორი გუთანი ნავენახები, თევდორული - თხოთის აგარას; და ორი გუთანი - სარბიელთა; და ანგროინს - ერთი გლეხი და გამიჩინეთ აღაპი, დღე თევდორობაი, რაითა მღდელნი წირვითა და მწირნი მუხლ-მოდრეკით ლოცვითა გარდაიხდებოდეს მოძღურისა და მემღუიმისგან, მოსახსენებლად საწყალობელისა სულისა ჩემისა. და წირვასა და ყოველსა ტრაპეზსა ზედა იხსენებოდეს სული ჩემი, ყოველთაგან შენდობისა ბრძანებითა.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთის შინაარსი და პერსონალია[edit]

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია[edit]