1475 წ. - სასისხლო სიგელი დავით მეფისა ნიქაბერიძეებისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
საბუთი Sd-796




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

პირი:

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 1924 - კაკაბაძე სარგის - სასისხლო სიგელების შესახებ


K-1604 საბუთის ტექტი

ქ. სახელითა: ღთისათა: დავითისგან: ბაგრატოვანისა: ძისა: ვახტანგისგან: აფხაზთა: ქართველთა: რანთა: კახთა: და: სომეხთა: მეფეთა: მეფისა: შარვანშე: და: შანშე: ყოვლისა: აღმოსავლეთისა: და დასავლეთისა: ჩრდილოეთის: [ხელმ]წიფობითა: მპყრობელისა: მოვიდეს: ჩუენსა: წინაშე: გიორგი: და: ოღი: და: სიხარულ: ნიქაბაძენი: გელათისა: წინა: მდეგნი: და: ყმანი: და: [გ]ვიაჯნეს: და: მოგვახსენეს: რათამცა: რათამ: სასისხლოთა: წიგნითა: შეგვიწყალნეს: და: გუაჯერნა: ღთმან: და: ვისმინეთ: აჯა: და: მოხსენება: და: ამოუბოძეთ: სასისხლო: სიგელი: გიორგის: და: ო[ღ]ის: და: სიხარულს: და: გაუჩინეთ: ოთხმოცი: ათასი: თეთრი: ძული: ცხუმური: მათისა: ერდგულად: სამსახურისათუის: პირველ: გელათისა: ყმანი: ყოფილიყუენთ: და: დიდა: ნამსახურნი: ჩუენისა: კარისანი: და: პირველთა: მეფეთა: დიდად: შეგიწყალეთ: გიორგი: და: ოღი: და: სიხარული: და გაგიჩინეთ სრული სისხლი ოთხმოცითასი: ძველი: ცხუმური: აწე: ვინცავინ: ნახოთ: ბაბა: და: სიგელი: ესე: შემდგომად: დიდთა: სხუათა: მეფეთა: დედოფალთა: კათალიკოზთ: ებისკოპოზთა: და: მთავარ: ების: კოპოზთა: ერისთავთა: დიდებულთა: აზნაურთა: ჩუნისა: კარისა: ხელის: მქონებელთა: მოურავთა: მეჯინიბეთა: ბაზიერთა: მერემაეთა: მესაკლავეთა: მებანურეთ: ყოველთავე: დაუმტკიცეთ: ნუვინ: უშლით: ბაბასა: ჩუენსა: ნუცა: ვინ: რას: აკლებთ: თვინიერ: შეწევნისა: და თანა: დგომისა: მეტად: დაიწერა: სიგელი: სასისხლო: და: ბაბა: ესე: ოთხმოცი: ათასი: ძველი: ცხუმური: ნიქაბაძისა: გიორგისა: და: ოღისა: და: სიხარულისა: ინდიკოტო: მეფობისა: ჩუენისათა: იოვანე: ხლითა: მწიგნობარი: ეფთვიმესითა: ასურისთა: და: თქუენ: ქრისტეს: მიერ: კურთხეულნო: მშლნი: და: მქცეველნი: ნუვინ: ხართ: ბაბასა: ამის: ჩუენისა: შეწევნითა: დამამტკიცებელთა: კურთხეული: მიანგელი: ესე: დაიწერა: სასისხლოი: სიგელი: ინდიკიონსა: მეფობასა: რაიას: სამოცდა: სამსა: ხელითა: მწერალ: მწიგნობარისა: ჩუენისათა: ნუ ვინ რას: აკლებთ: ნუ მდიდარნი: და: ნუ მცირენი: და: ნუ გლხკნი: და: ნუ აზაურნი: და: მღრდელნი: და: ნუ: მალზონნი: და: ნუ: ეფის: კოპოზნი: ნურა: ვინ რას: უშლით: გიწერია: ხანს: ქუეყანშიგან: თავ: საჯდომი: და: ტაბლის: ნახევარი: სრლუად: უცლებლდ: და: ორნი: კუამლნი: კაცნი: სამკვიდროდ: მოვარდუკაძე: და: მორჩიაშვილი: გიორგის: და: ოღის: და სიხარულს: შვითა: და: მომავალთა: სახლისა: თქუენისათა: ყოველთავე: ვინ: ცოლი: წაუღოს: ნახევარი: სისხლი: დაგეურვებოდეს: ვინ: ქალი: დაუგდოს: ნახევარი: სისხლი: დაეურვებოდეს: გრძნეულობა: შეყივლოს: მართაი: იყოს: ნახევარი: სისიხლი: დაეურვებოდეს: სადაღოდ: დაკოდოს: სამი: გერში: დაეურვებოდეს: ვინცა: ღალატითა: მოკლას: მისისა: სისხლს: თორმეტი: ათასი: სხუა: ემატოს: ვინცა: ცოლი: ხელდახელ: წაუღოს: და: შეირთოს: სრული: სისხლი: დაეურვოს: თუ: კაცმან: დასწავლი: ქალი: უმიზეზოდ: და: გიგდოს: სისხლისა: ნახევარი: დაგეურვოს: თუ: სახლად: დაესხნენ: და ზედან: გაუხდენ: და გამოათრონ: და: ხელდახელ: გაგძარცონ: რასაცა: გუარისა: იყოს: ნხევარი: სისხლი: დაეუროს: ნაკრავითა: თვლის: წაყრა: ხელფერხისა: დაშაება: პირის: დაღი: ესენი: სისხლისა: ნახევარი: არის: რასაცა: გუარისა: არის: და: თუ: უჩინარსა: ადგილსა: იყოს: მას: გერში: გაუჩინე: და: თუ: კაცმან: დედა: კაცი: გიგნოს: თორმეტი: გლეხი: დაეურვოს: მარტივითა: სახსრითა: და: თუ: კაცამან: ნაბრ: ჴჴობი: სისხლი: დაგიჴჴიროს: ათი ათასი: სხუა: ემატოს: ვახშად: და: თუ: კაცმან: ნაკრავითა: წინა: კბილი: ჩაგაგდებინოს: ნახევარი: სისხლი: დაგეურვოს: და: თუ: უკანა: კბილი: ჩაგდებინოს: სისხლისა: მეოთხედი: დაეურვოს:


სარგის კაკაბაძის მიერ აღდგენილი საბუთის ტექტი

ქ. სახელითა ღთისათა დავითისაგან ბაგრატოვანისა, ძისა მისისა ვახტანგისგან, აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შარვანშე და შანშე, ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, ჩრდილოეთის ხელმწიფობით მპყრობელისა.

მოვიდეს ჩუენსა წინაშე გიორგი და ოღი და სიხარული ნიქაბაძენი, გელათისა წინამდეგნი და ყმანი და გუეაჯნეს და მოგუახსენეს, რათამცა სასისხლოთა წიგნითა შეგუეწყალნეს.

დაგუაჯერა ღმერთმან და ვისმინეთ აჯა და მოხსენება და მოუბოძეთ სასისხლო სიგელი გიორგის და ოღის და სიხარულს და გაუჩინეთ ოთხმოცი ათასი თეთრი ძუელი ცხუმური მათის ერდგულად სამსახურისათუის. პირველ გელათისა ყმანი ყოფილიყუენით და დიდად ნამსახურნი ჩუენისა კარისანი და პირველთა დიდთა მეფეთა.

შეგიწყალეთ გიორგი და ოღი და სიხარული და გაგიჩინეთ სრული სისხლი ოთხმოციათასი ძველი ცხუმური.

ვინც ცოლი წაუღოს, ნახევარი სისხლი დაეურვებოდეს.

ვინ ქალი დაუგდოს, ნახევარი სისხლი დაეურვებოდეს.

გრძნეულობა შეჰყივლოს, მართალი იყოს, ნახევარი სისხლი დაეურვებოდეს.

ვინცა სადაღოდ დაკოდოს, სამი გერში დაეურვებოდეს.

ვინცა ღალატითა მოკლას, მისისა სისხლს თორმეტი ათასი სხუა ემატოს.

ვინცა ცოლი ხელდახელ წაუღოს და შეირთოს, სრული სისხლი დაეურვოს.

თუ კაცმან დასწავლილი ქალი უმიზეზოდ დაგიგდოს, სისხლისა ნახევარი დაგეურვოს,

თუ სახლად დაესხნენ და ზედან გაუხდენ და გამოათრიონ და ხელდახელ გაგძარცონ, რასაცა გუარისა იყოს, ნახევარი სისხლი დაეურვოს.

ნაკრავითა თვალის წაყრა, ხელფერხისა დაშაება, პირის დაღი ესენი სისხლისა ნახევარი არის, რასაცა გუარისა არის და უჩინარსა ადგილსა იყოს, მას გერში გაუჩინე და თუ კაცმან დედაკაცი გიგინოს, თორმეტი გლეხი დაეურვოს მარტივითა სახსრითა.

თუ კაცმან ნაბრჭობი სისხლი დაგიჭიროს, ათი ათასი სხვა ემატოს ვახშად!

და თუ კაცმან ნაკრავითა წინა კბილი ჩაგაგდებინოს, ნახევარი სისხლი დაგეურვოს და თუ უკანა კბილი ჩააგდებინოს, სისხლისა მეოთხედი დაეურვოს.

აწე ვინცა ნახოთ ბრძანება და სიგელი ესე შემდგომად დიდთა სხუათა მეფეთა, დედოფალთა, კათალიკოზთ-ებისკოპოზთა და მთავარებისკოპოზთა, ერისთავთა, დიდებულთა, აზნაურთა, ჩუენისა კარისა ხელის მქონებელთა, მოურავთა, მეჯინიბეთა, ბაზიერთა, მერემაეთა, მესაკლავეთა, მესაბანჯრეთა, ყოველთავე დაუმტკიცეთ, ნუვინ უშლით ბძანებასა ჩუენსა, ნუცა ვინ აკლებთ თუინიერ შეწევნისა და თანა დგომისა მეტად.

დაიწერა სიგელი სასისხლო და ბრძანება ესე ოთხმოცი ათასი ძველი ცხუმური ნიქაბაძისა გიორგისა და ოღისა და სიხარულისა ინდიკტიონსა მეფობისა ჩუენისასა იე, ხელითა მწიგნობრისა ეფთვიმე ასურისათა.

მინაწერი, რომელიც დედნის აშიაზე უნდა ყოფილიყო მოთავსებული:

ხანს ქუეყანაშიგან თავსაჯდომი და ტაბლის ნახევარი სრულიად უცილებლად და ორნი კუამლნი კაცნი სამკუიდროდ მოვარდუკაძე და მორჩიაშვილი გიორგის და ოღის და სიხარულს შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე.

XV საუკუნის მინაწერი-დამტკიცება:

... და თქუენ ქრისტეს მიერ კურთხეულნო... მშლელნი და მაქცეველნი ნუ ვინ ხართ ბრძანებისა ამის ჩუენისა. შეწევნითა დამამტკიცებელნი კურთხეულ... დაიწერა ... ქორონიკონსა რი[გ] ასსამოცდასამსა ხელითა მწერალმწიგნობრისა ჩუენისათა. ნუ ვინ რას აკლებთ, ნუ მდიდარნი და ნუ მცირენი და ნუ აზნაურნი და მღრდელნი და ნუ მალაზონნი და ნუ ეფისკოპოზნი, ნუ ვინ რას უშლით.

საბუთის დათარიღება და პერსონალია[edit]

სარგის კაკაბაძე: სიგელი ამგვარად ბოძებულია დავით ნარინის მიერ, რომელსაც მართლაც ჰყავდა შვილი ვახტანგი. რომ სიგელი არ შეიძლება მე-14 ან მე-15 საუკუნეს ეკუთვნოდეს, ამას ცხადად გვიჩვენებს საერთო სტრუქტურა სიგელისა, განსაკუთრებით მოხელეთა ჩამოთვლის რიგი და აგრეთვე სიგელის დათარიღება მეფობის ინდიქტიონით. კერძოდ უკანასკნელი გარემოება (სიგელის დაღარიღება მეფობის ინდიქტიონთ) დამახასიათებელია ქართული დიპლომატიკისათვის მე-14 საუკუნის დასაწყისამდის. სიგელი მიცემულია დავითის მეფობის მე-15 წელს, დავით ნარინი მეფედ გამოცხადდა 456 ქორონიკონს, მაშასადამე 470-471 ქორონიკონს (დაახლოებით 1251 წელს).


პირთა ანოტირებულ ლექსიკონში გაზიარებულია ს.კაკაბაძის მოსაზრება და საბუთი 1251 წლითაა დათარიღებული და მისი გამცემები არიან დავით ნარინი და მისი ძე ვახტანგ II.


გონელი არახამიას აზრით, რადგან სიგელში მოხსენიებულია ფული "ძველი ცხუმური თეთრი" ამიტომ სიგელის გაცემის უადრესი ვადაა 1296 წელი, როდესაც ყაზან ყაენმა ჩაატარა ფულის რეფორმა და შემოიღო ახალი ვერცხლის ფული, ხოლო სიგელის გაცემის უგვიანესი თარიღია მისი ხელახალი დამტკიცების თარიღი - ქორონიკონი 163, ანუ 1475 წელი. ამ პაერიოდში მოღვაწე დავით მეფეთაგან სიგელის გამცემი, გ.არახამიას აზრით შეიძლება ყოფილიყო მხოლოდ დავით IX (1346-1366), რომელსაც ალბათ ჰყავდა უფროსი ძე ვახტანგი, რომელიც ადრე გარდაიცვალა და ეს სიგელი გაცემულია მისი მეფობის მეთხუთმეტე ინდიქტიონს, ანუ 1360-1361 წწ.




ჩვენი აზრით სარგის კაკაბაძეს სრულიად ხელოვნურადა აქვს საბუთის ტესტში მითითებული თარიღი 163 ქორონიკონი, მისი შემდგომი დამტკიცების თარიღად. გამოვთქვამთ ვარაუდს, საბუთი გაცემულია 1475 წელს, მისი დასაწყისი ასე უნდა იკითხებოდეს: "ქ. სახელითა ღმრთისათა დავითისაგან ბაგრატოვანისა, ძისა ვახტანგისაგან" და მისი გამცემი უნდა იყოს დავით მეფე ვახტანგის ძე. ამ შემთხვევაში შეიძლება ვიფიქროთ, რომ ეს დავითი არის ზევდგენიძეთა საჩივრის წიგნში მოხსენებული ბატონი დავით, რომელიც შესაძლოა ვახტანგ IV-ის შვილი იყოს და კონსტანტინე დიმიტრის ძის ბიძაშვილი. (ამ დავითს მიკუთვნება, აგრეთვე, 1464 წლის კონსტანტინე მეფის ვარდია დოლიძისადმი მიცემული სიგელის დამტკიცება.

აღსანიშნავია, აგრეთვე, რომ გამოქვეყნებულ საბუთში ადრესატების გვარი ნიქაბაძეა, თუმცა სხვაგან ყველგან ნიქაბერიძებად იხსენიებიან.


პუბლიკაცია[edit]