1249-1260 წწ. - დაწერილი მღვიმის კრებულისა გრიგოლ სურამელისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი დაკარგულია.

დედანი იყო ეტრატი, გრაგნილი ზომით 133 x 24 სმ, განკვეთილობის ნიშანი - ორწერტილი.

გვაქვს:

  • საბუთის დაზიანებულ დედანზე დამყარებული 3 გამოცემა
  • დაზიანებული დედნის recto-ს ფოტო

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 19


ქ. სახელითა ღმრთისაითა, მამისა, ძისა და სულისა წმიდისათა, მეოხებითა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა, ძლიერებითა და შეწევნითა ცხოველსმყოფლისა და პატიოსნისა ჯუარისა, შუამდგომლობითა ნათლისმცემელისა, წმიდისა იოვანე წინაისწარმეტყუელისათა, წმიდათა და სანატრელთა მამათა ჩუენთა იოვანე, შიო და ევაგრესითა, წმიდათა მთავარანგელოზთა მიქაელ და გაბრიელისითა ესე დაწერილი დაგიწერეთ და მოგახსენეთ ჩუენ, სრულად მღუიმისა კრებულმან მნათემან თადეოზ და ყოველთა მამათა, თქუენ, სურამელსა გრიგოლ მსახურთუხუცესსა.

მოიჭირვეთ და აღგუიშენენით წისქუილნი მტკუარსა ზედა, სალოცველად დღეგრძელებისა სულისა თქუენისათვის და იყიდეთ ჩუენგანვე ციხედიდს გლეხი ქავთარერი ნ...[6] მეწისქუილედ და ავიღეთ თქუენგან ფასი სრული, რომელი თქუენ შესჯერდით და თქუენგან აღშენებულთა წისქუილთათუის საკაზმავად შემოსწირე წმიდასა შიოს და მის მიერ აღშენებულსა უდაბნოსა მღუიმისასა, სალოცველად და სახსრად სულისა თქუენისათუის, რომელი ყოველთა დღეთა და ყოველთა ლოცვათა გილოცვიდეთ და მოგახსენებდეთ.

და ვითა წმიდისა ევაგრესობითგან გუქონებია უცილობელად და უწყინელად, ეგრეთვე თქუენთა ჩამომავალთაგან გუქონდეს. და არავის საქმე უც თქუენისა სახლისა ჩამომავალთა, თუინიერ თქუენსა სულისაგან კიდე, რომელ სამსახურითა ამისითა სული თქუენი იხსენებოდეს წმიდასა ამას უდაბნოსა მღუიმისასა.

და ნუცა-ვინ თქუენისა სახლისა ჩამომავალნი და მომავალნი შიგადგომითა ნუკვევითა და სათხოველითა და სხუითა რაითამე აწყენენ, და არცა-რაი ვის საქმე უც, და ვითა ციხედიდს სხუაი საქონებელი მღუმისაი არს შეუვალი, ჰაგრევე ესე ქავთარელი თქუენგან ნასყიდი გლეხი შეუვალი იყოს თქუენის სახლისაგან.

და მცხეთისა სახლისა ბეგარი თუით არცა-რაი წინასა ზედა სდებია, და ვინაითგან თქუენითა ოქროითა თქუენისა სულისათუის გიყიდია, არაცარაი ამას წაღმა საქმე უც მცხეთის სახლსა შესავლობად, არაისთანად არა. და არცა-რაი სათათროი გამოჰვიდოდეს: მალი, ყაფჩერი, სალაშქროი, და საიამე, არაისთანაი არა, ვითა თქუენგან ნასყიდი არის, აგრე სატუზღეოსგან კიდე, და მას სოფელსა თანა გამოიღებენ.

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთის შინაარსი და პერსონალია[edit]

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია[edit]