1207-1222 წწ. - სიგელი გიორგი მეფისა ქვათახევისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search





ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: Ad-18

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 1965 - ქართული სამართლის ძეგლები - ტომი II - N 15


ქ. სახელითა ღმრთისაითა გიორგისგან ბაგრატუნიანისა, ნებითა ღმრთისაითა აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა მეფისა, შირვანშა და შაჰანშა და ყოვლისა აღმოსავლეთისა და დასავლეთისა ფლობით მპყრობელისა.

აწცა მოვიდა ჩუენს წინაშე სულა ქართლის ერისთავი, ძე ერისთავთ-ერისთავისა, ქართლისა ერისთავისა რატი სურამელისა. გუეჰაჯა და მოგუახსენა, რაითამცა შევიწყალეთ და ქართლის სოფელი სუელნეთი, რომელი პაპისა ჩუენისაგან პაპასა და მამასა მისსა ჰქონებოდა და ჩუენგან მასა ჰქონდა სა-ქართლის-ერისთვუისაგანმცა გამოვიღეთ და მონასტერსა მისსა ქვათახევს შევსწირეთ.

დაგუაჯერა ღმერთმან, ვისმინეთ ჰაჯაი და მოხსენებაი ერისთავთ-ერისთავისა სულა ქართლის ერისთავისაი და სუელნეთი გამოგუიღია სა-ქართლის-ერისთავოისაგან და შეგუიწირავს ესრედ მფარველისა ჩუენისა ყოვლად წმიდისა ღმრთისმშობელისა და მონასტრისა მისისა ქვათახევისადა, სალოცველად და წარსამართებელად მეფობისა ჩუენისად.

ჰქონდეს ქვათახევსა მონასტერსა სუელნეთი მთითა, ბარითა, ტყითა, ველითა, წყლითა, წისქუილითა და ყოვლითა მიმდგომითა მისითა, სახმრითა და უხმრითა, მკუიდრად, თავისუფლად და შეუვალად ყოვლისა შესავლისა და გამოსავლისაგან...

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთის შინაარსი და პერსონალია[edit]

საბუთის რაობა:

პუბლიკაცია[edit]