პეტრიწონის ღვთისმშობლის ხატი
წარწერა
[edit]ქ.მოიჭედა წმინდაჲ ესე ხატი ყოვლად წმიდის, დედოფლისა ჩუენისა ღმრთის მშობლისა პეტრიწონს ორთა ჴორციელად ძმათა მიერ ტაოელთა ეგნატის შვილთა მოძღვრის ათანასის და ოქროპირისა პერპერითა ასოცდა ექვსითა და წინაშე ხატისა საკანდლითა ვერცხლისაითა (მარცხენა მხარეზე): საბერძნეთს მეფობასა კეთილად მსახურთა მეფეთა ანდრონიკე, მიხაელ და ანდრონიკესსა პალეოლოღოს ძეთასა. ხოლო ქართლს კონსტანტინესსა და დიმიტრისსა ბაგრატიონიანთასა, დასაბმითგანთა წელთა ბერძნულად ექვსი ათას რვაას ცხრამეტსა, ხოლო ქართულად ექვსი ათას ცხრაას ხუთმეტსა.
წმიდაო ღმრთის მშობელო, შეიწირე მცირე ესე ძღუენი მათი და შეიწყალენ და მეოხ ეყავ მათ და მშობელთა მათთა დღესა მას დიდსა სასჯელისასა წინაშე ძისა შენისა და ღმრთისა ჩუენისა. ამინ, ამინ იყავნ, ამინ. ქრონიკონსა ხუთას ოცდა თერთმეტსა, ინდიქტიონსა ცხრასა.
ქრისტე ღმერთო, შეიწყალენ სულნი მათნი, კაცთ მოყუარე, ამინ"
- 1979 - საქართველოს ისტორიის ნარკვევები - ტომი III - გვ.634
- 1986 - ა. შანიძე - თხზულებები - ტ. IX - გვ. 342