იპოლიტე რომაელი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
იპოლიტე რომაელის წამება
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ



საქართველოს ისტორიის ბერძნულ-რომაული წყაროები





იპოლიტე რომაელი
(170-235)

იპოლიტე რომაელი ან ჰიპოლიტუს რომაელი (დ. 170 – გ. 235) – ანტიპაპი, ადრექრისტიანული პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე ნაყოფიერი საეკლესიო მწერალი (ძვ. ქართულ მწერლობაში "იპოლიტე რომაელი"). კათოლიკური (ხსენება 13 აგვისტოს) და მართლმადიდებელი ეკლესიის (ხსენება 12 თებერვალს) წმინდანი.

იპოლიტე რომაელის ცნობები საქართველოს შესახებ თარგმნა და 1961 წ. კრებულში 1961 - გეორგიკა - ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ - ტომი I - გვ.19-20 გამოაქვეყნა სიმონ ყაუხჩიშვილმა.


იპოლიტე რომაელის ცნობები საქართველოს შესახებ - ქართული თარგმანის PDF ვერსია





იპოლიტე რომაელი
ΔΙΑΜΕΡΙΣΜΟΣ
(Liber generationis-თან დაკავშირებით)

225. დავიწყებ მოთხრობას უცნობი ტომების შესახებ, აღმოსავლეთიდან დასავლეთამდე; [მოგითხრობთ], თუ როგორ ცხოვრობენ ისინი.

229. ალბანელები - კასპიის კარების გადაღმა.

232. კაპადუკიელთა გადაღმა, მარჯვენა მხარეებში ცხოვრობენ არმენიელები, იბერიელები და ბერანგები, ხოლო მარცხენა მხარეებში სკვვითები, კოლხები და ბოსპორიელები.

233. სავნები, ეგრეთწოდებული სანიგები, რომლების გადაჭიმული არიან ვიდრე პონტომდე, იმ ადგილამდე, სადაც არის παρεμβολή აფსაროსი (და სებასტოპოლისი), ჰისოს ნავსადგური და მდინარე ფაზისი.

234. და ვიდრე ტრაპეზუნტამდე ცხოვრობენ და გადაჭიმული არიან ეს ტომები.