ვიტალი ჩოჩიევი - იმერეთის სამეფოს და ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI ს-ის ბოლო მეოთხედში

From Wikisource
Jump to navigation Jump to search



ნაშრომები საქართველოს ისტორიაში





სტატიის სათაური:

ვიტალი ჩოჩიევი - იმერეთის სამეფოს და ოსმალეთის ურთიერთობის ისტორიიდან XVI ს-ის ბოლო მეოთხედში (უცნობი თურქული დოკუმენტი იმერეთის შესახებ)

კრებული:

1976-4 - მაცნე - ისტორიის სერია

რესურსები ინტერნეტში:

ტექსტი

სტატიის შინაარსი

ნაშრომში გამოქვეყნებულია ფერიდუნ ბეგის - "სულთნების მიმოწერის კრებულში" შეტანილი 1590-1592 წწ. ოსმალეთის სულთან მურად III-ის წერილი იმერეთის მეფე როსტომს, რომელიც წარმოადგენს საპასუხო წერილს იმერთა მეფის მიმართვაზე.

სტატიაში განხილულია ეს დოკუმენტი. დადგენილია მისი შედგენის თარიღი და წერილის ავტორი და ადრესატი. დოკუმენტი წარმოადგენს ოსმალეთის სულთან მურად III-ის (1574-1595) საპასუხო წერილს იმერეთის მეფე როსტომისადმი (1590-1605). ამ დოკუმენტის მონაცემების შეჯერება იმავე სულთანის მეორე წერილის შინაარსთან, რომელიც მან ქართლის მეფე სვიმონს მიწერა, ნათელს ჰფენს ოსმალეთის პოლიტიკას, რომელიც ქართული სამეფო სამთავროების ურთიერთდაპირისპირებით ცდილობდა მათ დასუსტებას. ამავე დროს, დოკუმენტიდან ირკვევა, რომ სულთანი ცდილობს თავიდან აიცილოს ოსმალეთ-ქართლის 1588 წლის სამშვიდობო შეთანხმების დარღვევა.

წერილში ტენდენციურადაა ასახული ოსმალეთ-იმერეთის ადრინდელი ურთიერთობა, თუმცა სულთანი იძულებული ხდება აღიაროს, რომ XVI საუკუნის ბოლო მეოთხედში იმერეთის მეფეები ხარკს მხოლოდ ეპიზოდურად თუ იხდიდნენ. შეიძლება დავასკვნათ, რომ ამ პერიოდისათვის იმერეთ-თურქეთის ურთიერთობა ჯერ კიდევ არ გაფორმებულა, როგორც სიუზერენულ-ვასალური.