Jump to content

Qd-11181

From Wikisource

დედანი საბუთისა 1562 წ. - წყალობის წიგნი ნიკოლოზ კათალიკოსისა გედეონ მაღალაშვილისადმი

საბუთის აღწერილობა

[edit]

დ ე დ ა ნ ი: ხეც, Qd-11181; სქელი, მკვრივი ქაღალდი, ზომა: 156,7 x 19,5; დაზიანება: მარცხენა კიდე შემოფლეთილია ზიგზაგისებურად სტრიქონთა დასაწყისი გრაფემების ჩათვლით. კიდეები და მთლიანად ზურგი დაკრულია გამჭვირვალე სარესტავრაციო ქაღალდზე. შავი მელანი; ხელი კალიგრაფიული მხედრული; თანაბრად დაშორებული მწყობრი სტრიქონები. ტექსტის დასაწყისში შემორჩენილია ქანწილის ორნამენტული ხვეულები. მისი წვერიდან ეშვება ჯაჭვზე ჩამოკიდებული ჯვარი. verso-ზე მოთავსებულია რუსული მმართველობის სარეგისტრაციო მინაწერი, რომლის თანახმად, საბუთი რეგისტრაციაში გაუტარებიათ 1822 წლის 14 აპრილს ნომრით N 136.