Qd-09814

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი საბუთისა 1477 წ. VII.4. - ნასყიდობის წიგნი პალატისშვილებისა არდაშერასშვილებისადმი

დ ე დ ა ნ ი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Qd-9814 ა;
ეტრატი, ზომა: 74 x 26 სმ.;
დ ა ზ ი ა ნ ე ბ ა: მარჯვენა აშია და სტრიქონთა კიდეები დაფარულია ნესტის ლაქებით. ასეთ ადგილებში მელანი გადასულია, მარჯვენა კიდე უსწორმასწოროდაა მოხეული.
მ ე ლ ა ნ ი გახუნებული შავი;
ხ ე ლ ი წვრილი, ოდნავ აჩქარებული მხედრული, რომელიც იწყება თანაბარი სტრიქონებით, მაგრამ კეფის დასასრულს ძალზე შემჭიდროვებულია;
გ ა ნ კ ვ ე თ ი ლ ო ბ ი ს ნ ი შ ა ნ ი: ორწერტილი, ზოგან სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ;
საბუთის verso-ზე მიკრულია ქაღალდის პატარა ნაგლეჯი ძველი სარეგისტრაციო ნომრით N 24.