Qd-01674

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

დედანი საბუთისა 1581 წ. 03.06. - წყალობის წიგნი სვიმონ მეფისა გიორგი თულაშვილისადმი

საბუთის აღწერილობა[edit]

დ ე დ ა ნ ი: ხეც, Qd-1674; კარგად გახამებული თხელი ქაღალდი, ზომა: 34 x 15,5; დაზიანება: სიძველისაგან ფერშეცვლილი, თავი მოხეულია პირველი სტრიქონის ნაწილიანად, მარჯვენა კიდეზე გადანაკეც ადგილებზე მრავლადაა ნახევები, გამაგრებულია სარესტავრაციო ქაღალდით. მელანი ბაცი ყავისფერი, ტექსტის დასაწყისი ფორმულები - სინგურით. ხელი მწიგნობრული მხედრული; განკვეთილობის ნიშანი - ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ; საბუთი ორენოვანია, verso-ზე მოთავსებული სპარსული ტექსტი, დაწერილია კალიგრაფიული ნასთალიკით. სპარსული ტექსტის თავში მოთავსებულია წითელი და ლურჯი ფერებით შესრულებული თოღრა. სპარსული ტექსტის გასწვრივ, განივად, რუსული მმართველობის სარეგისტრაციო ჩანაწერი, შესრულებული 1820 წლის 11 ნოემბერს.