Jump to content

Hd-01574

From Wikisource

დედანი საბუთისა 1505-1525 წწ. - შეწირულების განახლების წიგნი დავით მეფისა შიომღვიმის მონასტრისადმი

საბუთის აღწერილობა

[edit]
  • თ. ჟორდანია: ამ წლებში არის მიცემული ტყავზე ჩინებულის ხელით მხედრულად ნაწერი სიგელი, რომელიც გაუთავებლად დაუგდიათ № 62
  • კორპუსი:ხეც Hd-1574; დედანი. ეტრატი; ზომა: 61x23,7. დაზიანება: ზედა აშია მოხეულია ტექსტის დაუზიანებლად. მარჯვენა კიდე ზედა ნაწილში - დაფლეთილი, გვერდებზე და ქვედა მხარეს ნესტის შავი ლაქები. დაზიანებული ზედა აშიები გამაგრებულია უხეში ქაღალდით. ყავისფერი მელანი; ხელი - კალიგრაფიული მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. ტექსტის პირველი სტრიქონი - საღვთისმეტყველო ფორმულის დასაწყისი - შესრულებულია თხზული ორნამენტული ასოებით. საბუთის ტექსტი სანახევროდ დაუსრულებელია