Hd-01374
საბუთის აღწერილობა
[edit]დედანი საბუთისა 1583 წ. 12.07. - ბრძანება სვიმონ მეფისა სვეტიცხოვლის ყმების შეუვალობის შესახებ
საბუთის აღწერილობა
[edit]დ ე დ ა ნ ი: ხეც, Hd-1374; სიძველისგან გაყვითლებული ქაღალდი, ზომა: 20 x 28; დაზიანება: გაცვეთილი კიდეები ჩამოჭრილი, ტექსტი ალაგ-ალაგ ამოგლეჯილი, გამაგრებულია ორჯერ: პირველად კიდეები გაუმაგრებიათ სქელი ცისფერი ქაღალდით, მეორედ ზურგის მხრიდან მთლიანად დაუკრავთ თხელ სარესტავრაციო ქაღალდზე, სპარსული ტექსტის პირველი სტრიქონი და მთელი მარცხენა აშია დაზიანებულია ისე, რომ სტრიქონების ბოლოები ძალიან ძნელად იკითხება და რამდენიმე სიტყვაც სრულებით არ ირჩევა. შავი მელანი, ტექსტის დასაწყისი ფორმულები პირველ ორ სტრიქონზე შესრულებულია წითელი მელნით; ხელი მწიგნობრული მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ. საბუთი ორენოვანია - ქართულ-სპარსული. სპარსული ტექსტი შესრულებული შექასთენარევი ნასთალიკით მოთავსებულია verso-ზე, თავში წითელი მელნით უზის საბუთის ძველი სააღრიცხვო ნომერი ასომთავრულით N რმე (145).