Hd-01349

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

ძველი პირი საბუთისა 1487 წ. - მამულის წყალობის სიგელი კონსტანტინე მეფისა საღვინის მოლარე ქავთარისძისადმი - (დასაწყისი ნაწილი)

საბუთის აღწერილობა[edit]

პ ი რ ი: ხეც, Hd-1349; ეტრატი; ზომა: 40,4 x 21,5. დაზიანება: საბუთის ზედა აშია ორივე მხრივ მოხეულია ტექსტის პირველი 5-6 სტრიქონების კიდეების ჩათვლით. ტექსტი წყდება მეთხუთმეტე სტრიქონზე, სადაც ეტრატი გადაჭრილია ჰორიზონტალურად. verso-ზე ეტყობა მხედრულად ნაწერი ტექსტის კვალი. ეტრატის დახეული კიდეები გამაგრებულია სარესტავრაციო ქაღალდით. მელანი შავი; ხელი აჩქარებული მწიგნობრული მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ.