Ad-1138

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

საბუთის აღწერილობა[edit]

დედანი საბუთისა 1642 წ. - წყალობის წიგნი როსტომ მეფისა ხოსია ბარათაშვილისადმი

დ ე დ ა ნ ი: კორნელი კეკელიძის სახელობის საქართველოს ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი, Ad-1138; მუქი ყავისფერი ფერის ქაღალდი, ორად გაკეცილი; 1 ფურცელი; ზომა: 52,3×19,3; შავი ფერის მელანი; მხედრული; განკვეთილობის ნიშანი: ორწერტილი ან სამწერტილი ყოველი სიტყვის შემდეგ; ტექსტის ხილვადობა მკაფიო, თუ მხედველობაში არ მივიღებთ იმ ფაქტს, რომ საბუთის მე-10, მე-12 და მე-17 სტრიქონებზე ამოშლილ სიტყვებსა თუ ასოებს; წყალობის სიგელი ორენოვან საბუთთა რიგს მიეკუთვნება და გააჩნია როგორც ქართული, ასევე სპარსული ვერსია; სიგელის სპარსული ვერსია მოთავსებულია დოკუმენტის რექტოზე.

შ ე ნ ი შ ვ ნ ა: საბუთს უზის თარიღი ქორონიკონი ტლ (1642 წ.). საბუთს ქართულ ვერსიას უზის როსტომ მეფის მსხლისებრი ფორმის ბეჭედი: "ქ. ყაენის ფეჴთა მტუერი, როსტომ მეფე ვამტკიცებ", რაც შეეხება სპარსულ ვერსიას უზის ოთხკუთხედის ფორმის სპარსული ბეჭედი. გარდა ამისა, საბუთის რექტოზე, მე-23 სტრიქონზე არის მოთავსებული ოთხკუთხედის ფორმის სპარსული ბეჭედი.