Ad-1070

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

Ad-1070

დედანი საბუთისა


საბუთის აღწერილობა[edit]

  1. ხეც. Ad-601; დედანი. ქაღალდი, ზომა: 39 x 15,8; დაზიანება: დედანი თავნაკლულია. ნაკლული სტრიქონის შესავსებად ძველადვე (შესაძლოა XVII საუკუნეში) მიუწებებიათ სხვა ქაღალდი, რომელზეც XVII საუკუნის ხელით დაწერილია ხუთსტრიქონიანი საღვთისმეტყველო შესავალი. დაზიანებულია საბუთის გადანაკეცი ადგილები - ერთ ადგილას ქაღალდი ტექსტიანად არის ამოგლეჯილი. ქვედა კიდე წაჭრილია ისე, რომ აკლია დაახლოებით ორი სტრიქონი recto-ს ბოლოს და verso-ს დასაწყისში. ორივე გვერდითი აშიის გასწვრივ, მთელ სიგრძეზე, საბუთს ატყვია ნესტის ლაქების ფართო ზოლი. ამჟამად საბუთი გამაგრებულია სარესტავრაციო ქაღალდით. ძირითადი ტექსტი ნაწერია ყავისფერი მელნით, წვრილი მწიგნობრული მხედრულით, საბუთის verso-ზე მიწერილია ძველი სარეგისტრაციო ნომერი № 2. - [2013 - კორპუსი - III - გვ.124].