1686 წ. იანვარი - მეჰმედ IV-ის ბრძანებულება წმინდა მიწის ქართული მონასტრების შესახებ

From Wikisource
Jump to navigation Jump to search
უცხოური წყაროები საქართველოს შესახებ


საქართველოს ისტორიის თურქული წყაროები


თურქული დოკუმენტური წყაროები



სტატია:
ცისანა აბულაძე - სულთან მეჰმედ IV-ის ბრძანებულება იერუსალიმის ყადისადმი წმინდა მიწის ქართული მონასტრების შესახებ


კრებული:
2017 - მრავალთავი - ტომი 25

PDF ვერსია


ტექსტი[edit]

მაღალღირსეული წმინდა ბრძანებულების პირი, გადმოღებული და გადმოწერილი დედნიდან[edit]

შესაბამისია მისი მაღალი დედნისა, მიჰყვება მის ენას. გლახაკი მონა მაღალი ალლაჰისა, ჰუსეინი იბნ აჰმედი - სამხედრო შარიათის მორჩილი მსახური. ალლაჰიმც მიუტევებს ორივეს.

მუსლიმ მსაჯულთა შორის უსამართლიანესს, მართლმორწმუნე მმართველთაგან საუკეთესოს, სიბრძნისა და სიკეთის საბადოს, შარიათისა და მაჰმადის რჯულის ცოდნით ამაღლებულს, მოციქულთა და წინასწარმეტყველთა მემკვიდრეს, მეფისაგან უხვი წყალობით გამორჩეულ მევლანას, წმ. იერუსალიმის ყადის, გამრავლდეს მასზე სიკეთე, როცა უზენაესი მაღალი თევკიჟი მიაღწევს, ეცნობოს: წმ. იერუსალიმში მცხოვრებ ბერძენთა პატრიარქმა სახელად [...], ქრისტიანმა და მისმა ბერებმაჩემს მაღალ კარიბჭეში არზა გამოგზავნეს და გვაცნობეს, რომ ძველთაგანვე მხოლოდ მათ კუთვნილ მონასტრებში - წმ. იერუსალიმის გარეთ, კედრონის მხარეში წმ. საბად სახელდებულ მონასტერსა და ლავრაში, წმ. იერუსალიმის ფარგლებს მიღმა, ქართველი ხალხის კუთვნილ წმ. ჯვრისა და ხსენებული მონასტრისადმი დაქვემდებარებული წმ. იერუსალიმის შიგნით მდებარე წმ. ნიკოლოზის, წმ. თეკლას, წმ. თევდორეს, წმ. ბასილის და წინასწარმეტყველის აღდგომის სახელით ცნობილი ძველი მონასტრების დაზიანებული ტალანი, კედლები, სენაკები, ჭერი და სხვა ადგილები ჩამოინგრა და გავერანდა.

ხსენებული მონასტრების ჩამონგრეული ადგილების აღსადგენად ადრე წმინდა შარიათის ჰუჯათი გამოსცეს - ისე უნდა აღედგინათ, რომ შენობები არ დაენგრიათ. მათაც შარიათის ჰუჯათის შესაბამისად შენობები არ დაუნგრევიათ და მიღებული ნებართვის მიხედვით მხოლოდ შეაკეთეს. ამიტომ იმათ საქმეებში ჩარევა და მათი სიმშვიდის დარღვევა საჭირო არ იყო. ახლა აქ მოსული ადგილობრივი მდაბიონი და სხვანი გვეუბნებიან, რომ თქვენ ქონების მისატაცებლად, წინააღმდეგ ჰუჯათის პირობებისა, ადრეც დიდი გარჯის გარეშე შეაკეთეთ მონასტრების ჩამონგრეული ადგილები - ჩვენ ეს ცხადვყავით და დავანგრევთო. [ბერებმა] შეგვატყობინეს, რომ წმინდა შარიათის საწინააღმდეგოდ, მათი ზღვარდაუდებელი მოქმედებისა და შეურაცხყოფისაგან მოსვენება არა აქვთ.

შენიშვნები