1634 წ. 10.23. - გარდაწყვეტილობის წიგნი როსტომ მეფისა დავით და რამაზ დავითაშვილების მამულის საქმეზე

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის აღწერილობა[edit]

ხელნაწერთა ინსტიტუტი. Qd-9254. პირი. ქაღალდი. მხედრული.

საბუთის შინაარსი[edit]

მეფეთ-მეფემან როსტომ, დედოფალთ-დედოფალმან მარიამ შემოიკრიბეს ქართლის კათალიკოზი ევდემოზ, ერისთავი ზაალბეგ, ამილახორი იოთამ, ბარათაშვილი დივანბეგი ყაფლან, ბარათაშვილი სარდალი ზურაბ და განიხილეს დავითისშვილების ბოქაულთუხუცესი დავითის და მისი შვილების კოსტანტინეს და ელიზბარის სამამულე დავა მის ძმისწულ რამაზთან.

სასამართლომ დავითს დაფიცება დაავალა და წაუმძღვარა საფიცრად საგინაშვილი ელისე ტფილელი, ბოქაულთუხუცესი როინ ჯავახიშვილი, ქაიხოსრო მაჩაბელი და ატენის მოურავი გიორგი სააკაძე.

დავითმა გამოიფიცა აზნაური ტატიშვილები და სოფლები ბროწლეთი, თიხრევი, ღვერთეთი, აბანო, ამირეჯიბთაგან ნასისხლი სატივე, წაბლოვანა და რიკაძეები.

ამასთან გიორგი ამირეჯიბთან დავა დავითს უნდა გაერკვია.

დაიწერა ქორონიკონს 322, ღვინობისთვის 23, მდივანმწიგნობარ ზურაბ ყორღანაშვილის ხელით.

პუბლიკაცია[edit]