ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუვენ, მეფეთ-მეფემან, პატრონმან როსტომ და თანამეცხედრემან ჩუენმან, დედოფალთა-დედოფალმან, პატრონმან მარიამ ესე ამიერით უკუნისამდე ჟამთა და ხანთა სამკჳდროთ და საბოლოვოთ გასათავებელი წყალობის წიგნი და სიგელი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქუვენ, ჩუენსა ერდგულსა და მრავალფერად ერდგულებით და თავდადებით ნამსახურსა ყმასა, სახლთუხუცეს, ბარათაშვილს ქაიხოსროს და შუილთა თქუენთა - გუგუნასა, ნიკოლოზს და ბარათასა, მომავალთა სახლისა თქუენისათა ყოველთავე.
მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულის წყალობას და გუიაჯენითა და ჩუენცა ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქუენი და მოკითხული ვქენით და სოფელი ნახშირისგორის ჴევში, თავითგან თქუენი სამკუიდრო მამული ყოფილიყო და მერმე ჩუენი მემკუიდრე ყმა, იესე ერისთავი შემოგუარიგეთ და თქუენის ქართულით შეკრიფეთ და მისთ მუქაფათ შეგიწყალეთ და გიბოძეთ ვერისჴევში, სოფელი ნახშირისგორი ქვემოთი უბანი და ზემოთი უბანი, ვიდრე მთით ბარ{ა}მდეს უნაკლულოთ წყალითა, წისქულითა, ველითა და ვენახითა, სახნავითა და უხნავითა, შენითა და ოჴრითა და უსყიდითა, ყოვლის მისის სამართლიანის სქემითა და სამზღურითა უნკალულოთ, გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულათ სამსახურსა შიგან, აროდეს არ მოგეშალოს, არა ჩუენგან და არცა შემდგომათა სახუათა მეფეთა და მეპატრონეთაგანა.
აწე, მოგახსენებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო და მდივანო და ვინგინდავინ იყოთ და ანუ დღევის წაღმა ვინ გინდა ვინ იქნებოდეთ, მერმე ესე ჩვენგან ნაბოძები მამულის სიგელი თქვენცა ასრე დაუმკვიდრეთ და დაუმტკიცეთ, რომე რარიგადც ამა ჩუენგან ნაწყალობევას ფარვანში ეწეროს, ნუ ოდეს ნუ მოუშლით და შეცილებით თჳნიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.
დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტკა, ქარისშობის თუვესა ოცდახუთსა, ჴელითა მდივან-მწიგნობრისა ყორღანაშვილის მერაბისათა. [როსტომ] [მარიამ]