Jump to content

1633 წ. 06.09. - წყალობის განახლების წიგნი როსტომ მეფისა კავთისხეველ იმედა ინაძისადმი

From Wikisource




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა

[edit]

დედანი:

პ ი რ ი:



საბუთის ტექსტი

[edit]

ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, მეფემან პატრონმან როსტომ, ესე წყალობისა წიგნი და სიგელი გიბოძეთ თქუენ, კავთისჴეველს, ჩუენს მეჯინიბეს ინაძეს იმედას, შენსა ძმასა ციხოველსა და მამისიმედსა, შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა, ყოველთავე.

მას ჟამსა, ოდეს პეტრაული მიწა თქუენი სამკუიდრო ყოფილიყო და მოგშლოდა, ახლა კიდევე მოგუიდეგით კარსა და იმავე პეტრაულის მიწის წყალობას დაგუიაჯენით. ჩუენ ვისმინეთ აჯა თქუენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ მისის შესავლითა და გამოსავლითა. გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგან.

აწე, მოგახსენებთ კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო და კავთისჴევის მოურაო, თქუენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანაშია ეწეროს.

დაიწერა ქორონიკონსა ტკა, ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრისა – ოქრუასშვილის შერმაზანისათა.

როსტომ მეფის მსხლისებრი ფორმის ბეჭედი ქართული ლეგენდით: ქ. ყაენის ფეჴთა მტუერი როსტომ მეფე ვამტკიცებ.



სპარსული ტექსტის ქართული თარგმანი

[edit]

1633 წ. 9 ივნისი - 7 ივლისი

გამოვიდა მაღალი ბრძანება, მასზედ, რომ [სიგელის] ტექსტში მოხსენიებული მიწები ქათმის წლის დასაწყისიდან ჩვენ ვუწყალობეთ მეჯინიბე იმედას, რათა დაამუშავებს რა მათ, [ეს მიწები] მის საცხოვრებელ სახსრად იქცეს. ზემოთ მოხსენიებული პირი არავინ შეაწუხოს. ამის შესახებ [გამოცემული] ბრძანება იცოდნენ და [მისი შესრულება] თავის ვალდებულებად აღიარონ.

დაიწერა 1042 წლის ზიჰიჯას თვეში.

სპარსული სარეგისტრაციო ბეჭდები: ლეგენდებით: 1. ო, უძლურთა შემწევ! 2. დაიწერა.

საბუთის დათარიღება

[edit]

საბუთის აქვს თარიღი ქორონიკონი ტკა (321), რაც უდრის 1633 წელს. საბუთის სპარსულ ტექსტი დათარიღებულია 1042 წლის ზიჰიჯას თვით, რაც შეესაბამება 1633 წლის 9 ივნისი - 7 ივლისი პერიოდს. რადგან ჩვეულებრივ, სიგელის ქართული ვარიანტი წინ უსწრებს სპარსულს, შეგვიძლია უფრო დავავიწროვოთ სიგელის გაცემის თარიღი არაუგვიანეს 1633 წლის 9 ივნისისა.

პუბლიკაცია

[edit]