ქ. ნებითა და შეწევნითა ღმრთისათა, ჩუენ, მეფემან პატრონმან როსტომ, ესე წყალობისა წიგნი გიბოძეთ თქუენ, ჯომარდიძეს ზაალს , შვილსა შენსა: პაპუნასა, ბერუკასა, ქაიხოსროს , ჯიმშერს და გიორგის.
მას ჟამსა, ოდეს მოგუიდეგით კარსა და მამულის წყალობასა დაგვეაჯენით, ჩუენ ვისმინეთ აჯა თქუენი, მოკითხული ვქენით და თქვენივე სამკუიდრო ყოფილიყო. ახლა ჩუენცა შეგიწყალეთ და გიბოძეთ სოფელი გორისა.
გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩუენსა ერდგულად სამსახურსა შიგან.
აწე, უზეშთესთა მოგახსენებთ და უქუედესთა გიბრძანებთ, კარისა ჩუენისა ვექილ-ვეზირნო და სხვანო მოსაქმენო, თქუენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაცა ამა ჩუენგან ნაწყალობევს ფარვანაშია ეწეროს და ნურაოდეს ნუ შეუშლით და შეეცილებით თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.
დაიწერა ბრძანება და ნიშანი ესე ქორონიკონსა ტკა, აპრილს კა, ჴელითა კარისა ჩუენისა მდივან-მწიგნობრისა, ოქრუასშვილის შერმაზანისათა.
საბუთს ბოლოში უზის როსტომ მეფის გუმბათიანი ბეჭედი ლეგენდით: ქ. ყაენის ფერჴთა მტვერი როსტომ მეფე ვამტკიცებ.