1628 წ. - ხოდაბუნის დავის წიგნი ქაიხოსრო ბარათაშვილსა და საამ საგინაშვილს შორის

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი: დაკარგულია.

პირი: 1450-26/069

საბუთის ტექსტი[edit]


საბუთის ტექსტი: 2018 - გოგოლაძე თამაზ - № 14



[ქ]. სახელითა სახიერისა, არსება დაუსაბამისა ღ(მრ)თისა მამისა, ძისა და სულისა წმინდისა, მეოხებითა ყოვლადწმინდისა ღ(მრ)თისმშობელისათა, მარადის ქალწულის მარიამისათა, ძლიერებითა ცხოველსმყოფელისა პატიოსნისა ჯუარისათა, წმინდათა ზეცისა ძალთა მთავარანგელოზთა მიქაილ და გაბრიელისათა, წმინდისა წინასწარმეტყველისა წინამორბედისა ნათლისმცემელისა იოვანესითა და იოვანე ქალწული მახარობელისათა და ყოველთა წმინდათა ღ(მრ)თისათა ესე საბოლოოდ გასათავებელი ნიშანი მოგეც მე, ბარათაშვილმა ქაიხოსრომ და ჩემთა ძმამა, თამაზს და ჩემ{მ}ა შვილმა, ნიკოლოზ და ბარათამა თქვენ, საგინაშვილთა სამსონ, დურმ(იშხა)ნს, ზალიას, თამაზასა, იორამს, სეხნიასა, ზუბიტასა, რევაზას და როსტომს.

ასრე, რომ გოლთეთს წყაროსთან, რომ გზა გარდმოვა იქ თქუენ ხოდაბუნს შემომესარჩლენით, გავსინჯეთ და არას გემართლებოდით, ძველიდგან თქვენი ყოფილიყო და დაგანებეთ, რომ არას ჩვენს სახლის კაცს ხელი არა ჰქონდეს თელას ქუეშენი.

გქონდეს და გიბედნიეროს ღ(მერ)თ(მა)ნ, რარიგადაც გინდოდეს, რაგვარათაც სხუა შენი სამკუიდრო მამული გაქუს ღ(მერ)თ(მა)ნ ასრე ეს გახმაროს, არიან ამ<ა>{ი}სნი დამხდომნი: გიორგი ბარათაშვილი, ფალავანხოსრო ბარათაშვილი, ავთანდილ ბარათაშვილი და ჩვენი ყმანი: კოტორაშვილი ხახანა, თანღრიაშვილი ელისბარა და სრულა ჩემნი ყმანი, ქ(ორონი)კ(ონ)ს ტივ. (ადგილი ბეჭდის) (ჩართული)

საბუთის დათარიღება[edit]

საბუთს აქვს თარიღი: ქორონიკონი ტივ, ანუ 1628 წ.

საბუთის შინაარსი და პერსონალია[edit]

1628 წ. სიგელს აძლევენ
ბარათაშვილები ქაიხოსრო, მისი ძმა თამაზი, მისი შვილები ნიკოლოზ და ბარათა 
საგინაშვილებს სამსონს (საამს), დურმიშხანს, ზალიას, თამაზს, იორამს, სეხნიას, ზუბიტას, რევაზს და როსტომს
გოლთეთს ხოდაბუნდებზე მხარეებს დავა მოსვლიათ და სადავო მიწა საგინაშვილებს დარჩათ
მოწმეები არიან ბარათაშვილები გიორგი, ფალავანხოსრო, ავთანდილი და მათი ყმები კოტორაშვილი ხახანა და თანღრიაშვილი ელისბარა.

პუბლიკაცია[edit]

2018 - გოგოლაძე თამაზ - მასალები ქაიხოსრო ბარათაშვილ-აბაშიშვილის ფეოდალური ოჯახის ისტორიისათვის - N 14