ესე გარდაწყუეტილობის წიგნი და ნიშანი მოგახსენეთ ჩუენ, მოურავმან პატრონმან გიორგი და ჩუენთა შვილთა თქუენ, ჯავახიშვილს ქაიხოსროს და თქუენთა შვილთა. ასრე, რომე ჩუენსა და თქუენ შუა სასამდურაო და სალაპარაკო საქმე იყო.
ჩამოუიდეს ჩუენ შუა საბატიო კაცნი: ბარათაშვილი პატრონი ბარათა, ქუათახევის წინამძღუარი პატრონი ზაქარია, ხერხაულიძე დივანბეგი პატრონი ბეჟან, ბარათაშვილი გიორგი, მეღვინეთუხუცესი ღაზნელიძე ღაზნელი და კარის მდივანი ნასრი და ჩუენი საქმე ასრე გადასწყუიტეს, რომე ჩუენ შუა ძმობის და მოყურობის მეტი აღარა დარჩა რა, სამუდამოდ და საბოლოვოდ ასრე შევრიგდით და შევიწყუენით: ჩუენ შუა საყარყაშო საქმე აღარა დარჩა რა.
ქორონიკონსა ტჱ, მკათათუეს იე.