"ყოვლისა საქართველოსა დიდმან მამათ-მთავართ მთავარმან ქართლისა კათალიკოზმან, პატრონმან იოვანემ... კითხვითა და ჯერჩინებითა მეფეთ-მეფისა, პატრონისა თაიმურაზისითა და თანამეცხედრისა მათისა, პატრონისა დედოფლისა ხვარაშანისითა" მცხეთისშვილს ელიოზისძე დავითს, როსებს, ქაიხოსროს, პეტრეს, გიორგის და აბიათარს, რომელთაც თავიანთი ბიძის მამულის წყალობა ითხოვეს, უწყალობა მამუკასეული სამამათმთავრო და ახატანს სამი კომლი კაცი - გუთნისშვილი და შარაბისძე ზუბია მისი განაყოფით და სასახლე მცხეთაში.
დაიწერა სიგელი ქორონიკონს ტდ.