1616-1626 წწ. - ერთგულების წიგნი მალაქია კათალიკოზისა მოურავ გიორგისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

დედანი:



საბუთის ტექსტი: ქართული სამართლის ძეგლები - ტომი III - N 95


საბუთის შინაარსი[edit]

...ესე უკუნისამდე ჟამთა გასათავებელი ფიცი, პირი და წიგნი მოგახსენეთ ჩვენ, პატრონმა კათალიკოზმა მალაქიამ თქუენ, პატრონს მოურავს გიორგის და თქუენსა შვილსა ავთანდილს და შვილთა და მომავალთა სახლისა თქუენისათა, კიდევე ბატონიშვილს ქაიხოსროს და ბატონს ბარათასა და გიორგის და გერმანოს და ერთობილთ ვინც ვინ თქუენი ერდგულნი და თქუენთან მყოფნი აზნაურშვილნი არიან, დიდნი თუ მცირენი.

ესე საფიცარი მოგახსენეთ ასრე და ემა პირსა ზედა: ვიყუნეთ თქუენთვინ კარგნი და კარგის მდომნი; არა გავნოთ, არა გაზიანოთ არა კაცითა, არა კაცის კაცითა; არა გიცრუოთ, არა გიტყუოთ, არა გიჩხუბოთ.

და თუ ჩვენს ალაგას მობძანდეთ, კიდეც შეგხიზნოთ და არას კაცსა საძალოთ და საავკაცოთ არ დაგანებოთ, რაც ძალგვედვას. და თუ ჩვენის ალაგიდამე წაბძანება მოინდომოთ, ჩვენი ადგილი უზიანოთ გაგარონინოთ.

ამისად გასათავებლად მოგვიცემია ღმერთი და ყოველნი წმიდანი ღმრთისანი, ხორციელნი და უხორცონი, ზეცისანი და ქვეყნისანი; და ხელიცა ასრე ჩაურთოთ.

ფიცის გათავების მეტი სხვა გულში არა ავიაროთ რა.

კათალიკოზი

პუბლიკაცია[edit]