1613 წ. 11.01. - წყალობის წიგნი ლუარსაბ მეფისა შერმაზან ლარაძისადმი

From Wikisource
Jump to navigation Jump to search

‎‎




ქართული სიგელ-გუჯრები






საბუთის დაცულობა[edit]

პირი:

საბუთის ტექსტი (2019 წლის გამოცემის მიხედვით)[edit]

ქ. ნებითა და შეწევნითა მღვთისათა, ჩვენ, გვირგვინოსანმან მეფეთ-მეფემან პატრონმან ლუარსაბ, ესე წყალობის წიგნი და ნიშანი შეგიწყალეთ და გიბოძეთ თქვენ, ჩვენსა ერთგულსა და თავდადებით ნამსახურთა ყმათა, ლარაძეს შერმაზანს, შენსა ძმასა ბიძინასა , ზენბადსა და შვილთა და მომავალთა სახლისა თქვენისათა, მას ჟამსა, ოდეს მოგვიდეგით კარსა და მამულის წყალობასა დაგვიაჯენით. ვისმინეთ აჯა და მოხსენება თქვენი, შეგიწყალეთ და გიბოძეთ ერტისიბარათაშვილის საჩინოს კერძი სამართლიანი მამული, რისაც მქონებელი ერტისს ყოფილა, მისის მართლის სამართლიანის სამძღვრითა და საქმითა: მთითა, ბარითა, წყლითა, წისქვილითა, ველითა, ვენახითა, სახნავ-სათიბრითა, შესავლითა და გამოსავლითა, ყოვლითურთ სამკვიდროდ და სამამულედ თქვენთვის გვიბოძებია.

გქონდეს და გიბედნიეროს ღმერთმან ჩვენსა ერთგულად სამსახურსა შიგან.

აწე, გიბძანებთ კარისა ჩვენისა ვექილ-ვეზირნო, მდივანნო და სხვანო მოსაქმენო, ვინგინდა-ვინ იყვნეთ და ანუ ვინგინდა-ვინ იქნებოდეთ, მერმე თქვენცა ასრე გაუთავეთ, რარიგადაც ამ ჩვენგან ნაწყალობევს სიგელში ეწეროს. ნურც არას თქვენ შეუშლით და შე[ე]ცილებით, თვინიერ თანადგომისა და შეწევნისაგან კიდე.

დაიწერა ნიშანი და ბრძანება ესე ქ(ორონი)კ(ონ)ს ტა, გიორგობის თვესა , ხელითა კარისა ჩვენისა მწიგნობრის თუმანისშვილის ნასრისითა.

ხელრთვა: ლუარსაბ. (ადგილი ბეჭდისა).



პირზე დართული მინაწერები:

1. ასლიდამ თანასწორ არს ჩაწერილი, სოვეტნიკი თ(ავად)ი თეიმურაზ ბაგრატოვანი.

2. ასლი დოკუმენტი მივიღე, კეთილშობილი იოსებ ლარაძე.

საბუთის დათარიღება[edit]

 თ ა რ ი ღ ი: ქორონიკონი ტა (301), გიორგობისთვესა ა, რაც გვაძლევს 1613 წლის 1 ნოემბერს.

შენიშვნები[edit]

2019 - დოკუმენტური წყაროები XVII საუკუნის I ნახევრის ქართლისა და კახეთის მეფეების შესახებ - ტომი I - გვ.123
1. ლარაძეები - სამეფო აზნაურები ქვემო ქართლიდან.
2. ბარათაშვილი საჩინო - სომხით-საბარათიანოს სარდალი სიმონ I-ის დროს. საჩინომ დასაჯა -კლდიდან გადააგდო - სიმონ I-ის მოღალატე აზნაური კახაბერ ყორღანაშვილი (ვახუშტი ბატონიშვილი, 1993: გვ. 409).

პუბლიკაცია[edit]